სცენის ვეტერანთა სახლი
სცენის ვეტერანთა სახლი (რუს. Дом ветеранов сцены) მდებარეობს პეტროვსკის კუნძულზე, პეტროგრადის რაიონში, სანქტ-პეტერბურგში. სახლი დაარსდა 1896 წელს რუსი მსახიობის მარია გავრილოს ასული სავინას მიერ. აშენდა 1900-1902 წლებში პეტროვსკის კუნძულზე მსახიობის ქმრის, ა. ე. მოლჩანოვის დაკვეთით არქიტექტორ მ. ფ. გესლერის მიერ. 1948-1956 წლებში სახლი გაფართოვდა და გარემონტდა. 2001 წლის 10 ივლისის რუსეთის მთავრობის დადგენილებით ფედერალური ინტერვენციის ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა ამ ტერიტორიას. ამჟამად სახლში ცხოვრობენ მსახიობები, რეჟისორები და მხატვრები, დიდი სამამულო ომის მონაწილენი, ფრონტის ჯარისკაცები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სახლს და მიმდებარედ მდებარე ისტორიულ პარკს ხუთნახევარი ჰექტარი უკავია. პარკში დაცულია იშვიათი ჯიშის ხეები, რომლებიც მაცხოვრებლების და სახელმწიფოს მიერ არის დარგული ვეტერანთა პატივსაცემად.
სცენის ვეტერანთა სახლი Дом ветеранов сцены | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′45″N 30°15′20″E / 59.962611° ჩ. გ. 30.255556° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
თარიღდება | 1900-1902 წლებით |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
2012 წლის ზამთარში შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიწყო ვეტერანთა სახლში. 2013 წლის 2 მაისს ვლადიმერ პუტინის ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მოინახულა ეს სახლი. ალექსანდრე კალიაგიმ პრეზიდენტს გააცნო ჩატარებული სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და მათი შედეგები. რეკონსტრუქციის დროს გარემონტდა შენობა, თავდაპირველ სახეს დაუბრუნდა შიდა ინტერიერი. რესტავრაცია ჩაუტარდა შენობაში დაცულ ხატებსა და ნამუშევრებს. აღდგა სახლის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელს განადგურდა.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Аминова, Виктория. Жить в Доме ветеранов сцены становится смертельно опасно! დაარქივებული 2019-04-20 საიტზე Wayback Machine. // Вечерний Петербург. 2009. 18 ноября.
- Марина Дмитревская И от судеб защиты нет (еще раз о Доме ветеранов сцены)
- Петербургские театральные и общественные деятели обеспокоены судьбой Дома ветеранов сцены имени М.Савиной
- «Обращение жителей санкт-петербургского Дома ветеранов сцены к президенту В. В. Путину»
- Обращение к Съезду театральных деятелей России
- Фотографии Петровского острова Петра Соболева
- Дом ветеранов сцены им. М. Г. Савиной. Фотографии Алексея Царева
- Евгения Тропп «Между двух времен»
- Марина Дмитревская «К читателям и коллегам»
- Марина Дмитревская «Мэртвые не слышат»
- Марина Дмитревская «Вишневый сад на ветру»
- Марина Дмитревская «Суд да дело»
- Сергей Соловьёв «Дом ветеранов сцены: итог борьбы»
- Марина Дмитревская «Завершился судебный процесс в связи с публикациями в „Театральном журнале“ о позиции СТД в деле о реконструкции Дома ветеранов сцены в Петербурге»[მკვდარი ბმული]
- Дом, в котором живет любовь