სუხოზანეტის სახლი
სუხოზანეტის სახლი (რუს. Дом Сухозанета) — ისტორიული შენობა სანქტ-პეტებურგის ცენტრში. მდებარეობს ნევის პროსპექტზე.
სუხოზანეტის სახლი Дом Сухозанета | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′59″N 30°20′44″E / 59.933056° ჩ. გ. 30.345556° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სამსართულიან კორპუსს ახასიათებს მკაცრი ფასადით. შენობაში განთავსებულია რამდენიმე ნომერი. სახლი გამორჩეულია შიდა ინტერიერით, რომელიც ხელოვნური მარმარილოთი არის მოპირკეთებული. ოთახები მაღალ დონეზე არის გაფორმებული. პირველი ცნობილი შენობა აშენებული XIX საუკუნის დასაწყისში, ეს იყო ვაჭარ ა. შემიაკინის ქვის სახლი, მოგვიანებით სახლი შეიძინა გენერალმა ი. ო. სუხოზანეტმა, მისთვის 1820 წლის ბოლოს შენობა აღადგინა არქიტექტორმა დ. ი კვადრიმ. შიდა ინტერიერი მოეწყო 1835-1838 წლებში არქიტექტორებმა დ. ი. ვისკონტისა და ს. ს. შუსტოვის მიერ. 1910-1911 წლებში ინტერიერის ნაწილი შეიცვალა არქიტექტორის პ. ს. ბარიშნიკოვას მიერ. 1974 წლიდან ამ შენობაში განთავსებულია „ჟურნალისტის სახლი“. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო შიდა ინტერიერის რესტავრაცია. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს შენობას დანგრევის საფრთხე შეექმნა. მონიტორინგისთვის შესწავლილ იქნა შენობის მმდგომარეობა, ჩატარებული სამუშაოების შემდგომ ტექნიკური ექსპერტიზის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად შენობას მიენიჭა 16 გეოდეზიური მარკა.
2011 წლის იანვარში ხელახალი კვლევის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემები. ანატოლი მორგუნოვმა, სანქტ-პეტერბურგის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დაადასტურა, ბზარების არსებობა შენობაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Шерих, Д. Ю. По Невскому без скуки. — 2-е изд., доп.. — М., СПб.: Центрполиграф, МиМ-Дельта, 2004. — 288 с. — ISBN 5-9524-0945-8.
- Кириков Б. М., Кирикова Л. А., Петрова О. В. Невский проспект: Архитектурный путеводитель. — М., 2004. — С. 308 – 310.