სუჩათის პირველი ხიდი

სუჩათის პირველი ხიდი — ხიდი თურქეთში, სოფელ სუჩათში. ხიდი მოზრდილი, ტიპური ერთმალიანი ხიდების მსგავსია, ნახევარწრიული თაღის ბოლოები ორივე მხარეს კლდოვან ქანში ნაკვეთ სივრცეში ამოშენებულ ბურჯებს ეყრდნობა.

მისი ორივე მხარის საპირე რკალის წყობაში გამოყენებულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვების ერთი რიგი. ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ნაგებობის ორივე ნაპირს მთელს სიგრძეზე გასდევს. მათ შორის სივრცე შევსილია კირდუღაბის თხელი ფენით. ხიდს აქვს მოაჯირი. იგი კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვებითაა გამართული.

ხიდის სიგრძე — 28 მეტრია, სიგანე — 2,30 მეტრი. ხიდის ბურჯებში ორივე მხარეს დატანილია 4-4 ფოსო. იქვე განთავსებული აბრიდან ჩანს, რომ ხიდის განახლება მოხდა 2007-2008 წლებში. განახლების კვალი განსაკუთრებით კარგად ემჩნევა სავალი ნაწილის ქვის მოაჯირებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 77 ISBN 978-9941-0-6458-6.