სუტუგინის ხიდი (რუს. Сутугин мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ქაღალდის არხზე. ხიდის სიგრძეა - 25 მეტრი, სიგანე - 9,7 მ. ერთმანეთთან აკავშირებს პერეკოპის ქუჩასა (ადრე სუტუგინის ქუჩა) და ისტორიულ პარკ ეკატერინგოფს.

სუტუგინის ხიდი
Сутугин мост
კოორდინატები 59°54′09″N 30°16′08″E / 59.902414° ჩ. გ. 30.268981° ა. გ. / 59.902414; 30.268981
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო
მასალა რკინა
სიგრძე 25 მ
სიგანე 9,7 მ
გახსნის თარიღი 1795

მდებარეობა

რედაქტირება

სუტუგინის ხიდი მდებარეობს ქაღალდის არხზე და ამ ხიდის საშუალებით პერეკოპის ქუჩა უკავშირდება ეკატერინგოფის ისტორიულ პარკს. ხიდი დაკეტილია საავტომობილო მოძრაობისთვის, რის გამოც პარკის მხრიდან დამონტაჟებულია რკინის ღობე.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდი სახელწოდება, რომელიც ცნობილია 1860 წლიდან და ასევე პერეკოპის ქუჩის ადრინდელი სახელწოდება მომდინარეობს აქვე ადრე ახლოს მდებარე სუტუგინის აგარაკის მიხედვით, რომელიც 1815 წელს ააშენეს ვაჭარ მატვეი სუტუგინისათვის.

სუტუგინის ხიდის ისტორია სათავეს იღებს XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ეკატერინგოფის პარკზე გაიყვანეს არხი. იგი სათავეს მდინარე ეკატერონგოფკიდან იღებდა, გადაჭრიდა პარკს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ერთვოდა მდინარე ტარაკანოვკას. პირველი ხის ხიდი აღნიშნულ ადგილზე ააგეს XVIII საუკუნის ბოლოს. 1823 წელს ხუთმალიან ხიდად გადააკეთეს ინჟინრების პ. პ. ბაზენისა და ბენუა პოლ ემილ კლაიპერონის პროექტის მიხედვით. 1949 წელს ყველა ხის ნაწილი მეტალის ნაწილით შეცვალეს, ხოლო ხის საფარი ასფალტის საფარით შეცვაეს.

ამჟამად არსებული ხიდი ააგეს 1979 წელს ინჟIნერ ვ. ნ. შლოტსკის პროექტის მიხედვით. მშენებლობის დროს გამოიყენეს გოლოვინის ხიდის საყრდენები.

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ამჟამად ერთმალიანია და აგებულია რკინა-ბეტონისაგან. ხიდი განკუთვნილია ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი მოასფალტებულია. ხიდის მოაჯირები მეტალისგანაა დამზადებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 444. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 310. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება