სურინის კუნძულები (ტაი: หมู่เกาะสุรินทร์; — ხუთი კუნძულისაგან შემდგარუ არქიპელაგი ანდამანის ზღვაში, ტაილანდიდან 60 კმ-ის მოშორებით.[1] ადმინისტრაციულად კუნძულები ტაილანდს, ფანგ ნგას პროვინციას, ხურა ბურის რაიონს ეკუთვნის და ტამბონ კო ფრა თონგის შემადგენელი ნაწილია.

სურინის კუნძულების ეროვნული პარკი

კუნძულებსა და მის ირგვლივ მდებარე წყლებს მუ კო სურინის ეროვნული პარკი (ტაი:อุทยานแห่งชาติหมู่เกาะสุรินทร์) კრავს. პარკი დაახლოებით 141.25 კმ² ტერიტორიას მოიცავს. დაცული ტერიტორიის 80%, 108 კმ² ოკეანეა. პარკი 1981 წლის 9 ივლისს დაარსდა და ტაილანდის 29-ე ეროვნული პარკი იყო. ყოველწლიურად, წვიმების სეზონის დროს, 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე პარკი დახურულია.[1]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სურინის კუნძულების წყალქვეშა სამყარო

სურინის კუნძულებია: კსურინ ნუეა, სურინ ტაი, რი, კაი და კლანგი. არქიპელაგის მთავარი კუნძულებია კსურინ ნუეა და სურინ ტაი.[2] ტაი-ბირმის საოკეანო საზღვარი პარკის ჩრდილოეთით რამდნეიმე კმ-ში მდებარეობს. ბირმის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი წერტილი სურინ ნუეადან 18 კმ-თაა დაშორებული, ხოლო მუ კო სიმილანის ეროვნული პარკი დაახლოებით 100 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.[1]

რიშელი კლდე, რომელიც ზღვის შუაში, სურინიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ში მდებარეობს,[2] ხშირად მსოფლიოში საუკეთესო 10 დაივინგ წერტილთა შორის მოიხსენიება. კლდეს სახელი ეწოდა დანიელი საზღვაო ოფიცრის, ტაის საზღვაო ძალების პირველი (და ერთადერთი უცხოელი) ადმირალის, ანდრეას დუ პლესის დე რიშელიეს პატივსაცემად. შორეული კლდე ზღვის დიდი ძუძუმწოვრების სახლია. დაივინგ წერტილებს შორის აღსანიშნავია ჰინ კონგი, კო ტორინლა და კო ჩი.

ცხელი სეზონი თებერვლის შუაში იწყება და მაისამდე გრძელდება. წვიმების სეზონი შუა მაისიდან ოქტომბრამდე, ყველაზე წვიმიან თვემდე გრძელდება. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 3000 მმ-ია, ხოლო საშუალო ტენიანობა 83%-ს უტოლდება. ყოველწლიურად 1 მაისიდან 31 ოქტომბრამდე პარკი დაკეტილია.[1]

ყვინთვისთვის საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან აპრილამდეა, როდესაც სიმშრალე, მინიმალური ქარის და წყლის საშუალო ტემპერატურა 29 °C-ია. თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში ღია ზღვის დიდი ცხოველების დასაკვირვებლად საუკეთესო დროა. საზღვაო კონსერვაციის ინიციატივების გამო ეროვნული პარკის განსაზღვრულ ადგილებში დაივინგი არ არის დაშვებული.

მოკენის ხალხი

რედაქტირება
 
მოკენების ნავი

სურინის კუნძულებზე ეთნიკური უმცირესობი, მოკენის ორი პატარა თემი ცხოვრობს, რომელთაც „ზღვის ბოშების“ სახელითაც მოიხსენიებენ. სურინის კუნძულებზე დაახლოებით 150 მოკენი ცხოვრობს.[3]

მოკენის ხალხი ანდამანის ზღვის სამი ადგილობრივი ტომია: მერგუის არქიპელაგის, ფანგ ნგას პროვინციისა და ურაკ ლავოის მოკენები. ავსტრონეზიული ფესვების გამო მათი ენა, კულტურა და ცხოვრების სტილი უნიკალურია და მახლობელ კონტინენტზე მცხოვრებლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია აქვთ. ზღვაზე მომთაბარული ცხოვრების წესის გამო მოკენები საცხოვრებლად ტრადიციულ ნავებს, კაბანგებს იყენებენ, რითიც ქარისა და ამინდის შესაბამისად, ყურიდან ყურეში დაცურავენ. მუსონური წვიმების დროს ოჯახები დაცულ სანაპიროზე გადადიან და დროებით სოფელს ქმნიან.

მოკენებს დამწერლობა არა აქვთ და მათი ისტორია თაობიდან თაობას ზეპირად, ფოლკლორის მეშვეობით გადაეცემა. ოჯახური კავშირები ძლიერი და მყარია. მოკენების ენაში ინდივიდუალური კუთვნილების გამომხატველი სიტყვები არ არის, რაც მათ გამზიარებელ და გამცემ კულტურაზე მიუთითებს.

მოკენები ანიმისტები არიან და მათ ბუნებას დიდ პატივს სცემენ. წარსულში მოკენები მონადირე-შემგროვებლები, ნიჟარებითა და თევზით მოვაჭრეები იყვნენ, რითიც ბრინჯსა და სხვა საჭირო პროდუქტებს იძენდნენ. ისინი საკვებისთვის 80-ზე მეტი სახეობის მცენარეს იყენებენ, 28 სახეობის მცენარეს სამედიცინო დანიშნულებით იყენებენ, ხოლო 105 სახეობის მცენარეს თავშესაფრების ასაგებად, ხელსაქმისა და სხვა საქმიანობისთვის.

 
დელფინები სურინის კუნძულების მახლობლად

პარკის უდიდეს ტერიტორიას პირველადი წვიმიანი ტყეები ფარავს. სანაპიროებზე სანაპირო ტყეებია, სადაც Barringtonia და Cerbera odollam ხარობს. მანგროს ტყეები მაი იაის ყურის მცირედ მარილიან წყლებში მდებარეობს.[1]

ჩატარებული კვლევების მიხედვით, სურინის კუნძულებზე 91 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა შორის 57 ადგილობრივი სახეობისაა, დანარჩენები კი მიგრატორი სახეობებია. კუნძულებზე ბინადრობს 22 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის 12 სახეობის ღამურა. ზღვის ძუძუმწოვრებიდან კუნძულის ირგვლივ წყლებში ბრაიდის ვეშაპები ცხოვრობენ. კუნძულებსა და ზღვაში 6 სახეობის ქვეწარმავალი, მათ შორის სცინკისებრნი და პითონები ბინადრობენ. სურინის კუნძულებზე ჯერ კიდევ სახლობენ ზღვის კუები, რომელთა შორისაცაა კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ჰოუკსბილის ზღვის კუ და მწვანე კუები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Mu Ko Surin National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 Mu Koh Surin National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 23 May 2016.
  3. ENVIRONMENTAL, SOCIAL AND CULTURAL SETTINGS OF THE SURIN ISLANDS. UNESCO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 April 2016. ციტირების თარიღი: 23 May 2016.