ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სურაია ბაბაევა (აზერ. Sürəyyə Babayeva, სრული სახელი:Sürəyyə Lətif qızı Babayeva; დ. 1913, ყარადონლუ — გ. 22 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

სურაია ბაბაევა
დაბადების თარიღი 1913
ყარადონლუ, ჯავადის მაზრა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია იმიშლის რაიონი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1913 წელს ჯავადის მაზრის სოფელ ყარადონლუში (განეკუთვნება დღევანდელი იმიშლის რაიონს).[2] ბოლო წლებში ოჯახთან ერთად სოფელ ბილაჯარში ცხოვრობდა.

სიკვდილი

რედაქტირება

22 იანვარს 17:25 საათზე, ბილაჯარის გზატკეცილზე მოძრავმა სამხედრო ჯავშანმანქანებმა და ტანკებმა ადგილობრივ შენობებს ცეცხლი გაუხსნეს. 77 წლის სურაია ბაბაევა, რომელიც სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, ადგილზე დაიღუპა. ტყვია საზარდულის მარჯვენა მხარეს მოხვდა და მარცხენა მხრიდან გამოვიდა. შენობა 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვიამფრქვევებით იცხრილებოდა. ასევე დაშავდა 76-ე ბინაში მცხოვრები მურსალ ასკეროვი.

დაკრძალეს იმიშლის რაიონში.[3]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურაია_ბაბაევა“-დან