სუპრემატიზმი
სუპრემატიზმი (რუს. Супремати́зм; ლათ. supremus — უზენაესი) — მიმართულება ავანგარდულ ხელოვნებაში ჩასახული 1910-იანი წლების პირველ ნახევარში რუსეთში კაზიმირ მალევიჩის მიერ. აბსტრაქციონიზმის ნაირსახეობა, სუპრემატიზმი გამოიხატებოდა გამომსახველობით არსს მოკლებული უმარტივესი გეომეტრიული ფორმის ფერადი სიბრტყეების კომბინაციებით (სწორი ხაზებით, კვადრატებით, წრეებითა და მართკუთხედებით). სხვადასხვა ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურების შეხამება ქმნიდა სიღრმისეული მოძრაობით გამჭოლ დაბალანსებულ ასიმეტრიულ სუპრემატულ კომპოზიციებს. საწყის ეტაპზე ეს ტერმინი, რომელიც ლათინური ფუძისგან suprem იყო წარმოებული, დომინირებას, ფერის მხატვრობის ყველა დანარჩენ ასპექტზე უზენაესობას ნიშნავდა. უსაგნო ტილოებზე საღებავი, მალევიჩის ჩანაფიქრით, პირველად განთავისუფლდა მისთვის მიკუთვნებული როლისგან, სხვა დანიშნულებისთვის სამსახურისგან, და შედეგად, სუპრემატისტული ნამუშევრები პირველი ნაბიჯი გახდა „წმინდა შემოქმედებისკენ“, ანუ აქტისკენ, რომელიც ადამიანის შემოქმედებით ძალასა და ბუნებას (ღმერთს) აწონასწორებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jean-Claude Marcadé, "Malevich, Painting and Writing: On the Development of a Suprematist Philosophy", Kazimir Malevich: Suprematism, Guggenheim Museum, April 17, 2012 [Kindle Edition]
- Jean-Claude Marcadé, "Some Remarks on Suprematism"; and Emmanuel Martineau, "A Philosophy of the 'Suprema' ", from the exhibition catalogue Suprematisme, Galerie Jean Chauvelin, Paris, 1977