სულორის ხარების ეკლესია
სულორის ხარების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში. ეკლესია აგებულია XXI საუკუნეში. ნაგებია თლილი ქვით.
ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით, გარეთ გამოსული, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის წყობაში, დარბაზის ფასადებთან შედარებით, უფრო მცირე ზომის ქვებია გამოყენებული. დასავლეთის ფასადი, შესასვლელის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული, ძირითადი სიბრტყიდან წყობის მცირედი შეწევით შექმნილი სწორკუთხედებითაა დეკორირებული, რომლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ყველა სარკმელი თაღოვანია. შესასვლელი სამია სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. ჩრდილოეთის და სამხრეთის სარკმლებისა და სამივე შესასვლელის თავზე პირამიდისებური ფორმის დეკორია ჩასმული. ტაძარი გადახურულია თუნუქით.