ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სულეიმან ქუჩუქი (მცირე) (დ. 1785 — გ. 1810), ბაღდადის ფაშა (1807-1810), ქართველი. ქ. ბაღდადში წაიყვანა ბიძამ ჰაფიზ ალი-ფაშა. იყო მამაცი გამგებელი, მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერით წარმატებით იცავდა მამლუქთა რეჟიმს ირანის შაჰის, ვაჰაბიტებისა და ოსმალეთის სულთნის ხელყოფისაგან. მანვე ჩაფუშა საფრანგეთისა და ინგლისის ცდები, გადაექციათ ერაყი თავიანთ კოლონიად. დაიღუპა ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სილაგაძე ბ., ქსე, ტ. 9, გვ. 600, თბ., 1985