სულაიათის უბნის კოშკი

სულაიათის უბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ უგარდანთის, უბან სულაიათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ქვით. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. ყველა კედელში დატანებულია სათოფურები. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004