სუზდალი (რუს. Су́здаль) — ქალაქი ვლადიმირის ოლქში, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით; 26 კმ-ში ქალაქ ვლადიმირიდან, მდინარე კამენკაზე. მოსახლეობა: 9,749 (2017). ქალაქის ისტორია არა უგვიანეს 1024 წლიდან იწყება. საუკუნეების განმავლობაში ის რამდენიმე რუსული სამეფოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. სუზდალი ისტორიული ოქროს რგოლის შემადგენელ ქალაქთაგანია. ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დასახლებული პუნქტი
სუზდალი
რუს. Суздаль
Суздаль 342.jpg
დროშა გერბი
Flag of Suzdal (Vladimir oblast).png Coat of Arms of Suzdal.png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 56°25′16″ ჩ. გ. 40°26′56″ ა. გ. / 56.42111° ჩ. გ. 40.44889° ა. გ. / 56.42111; 40.44889
დაარსდა 1024
პირველი ხსენება 1024
ფართობი 15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 115 მეტრი
მოსახლეობა 9 749 (2017)[1]
სატელეფონო კოდი 49231
საფოსტო ინდექსი 601293
სუზდალი — რუსეთი
სუზდალი

პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების შემდეგ ქალაქის მნიშვნელობა იზრდება, როგორც რელიგიური ცენტრისა უამრავი მონასტრითა და ერთ სულ მოსახლეზე ეკლესიების რაოდენობის სიუხვით: ერთ პერიოდში ქალაქში მცხოვრებ ოთხას ოჯახზე ორმოცი ეკლესია მოდიოდა. ამჟამად ქალაქი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია ძველი რუსული არქიტექტურის უამრავი ნიმუშით.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება