სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი

სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი, (სსკ) (რუს. Союз Суверенных Государств, (ССГ)) — არშემდგარი საკავშირო სახელმწიფო, განახლებული კავშირი სსრკ-ს ტერიტორიაზე. პროექტის თანახმად, უნდა შენარჩუნებულიყო ერთიანი სახელმწიფო სუვერენული რესპუბლიკებით. თავდაპირველად იგეგმებოდა როგორც „საბჭოთა სუვერენული რესპუბლიკების კავშირის“ ფედერალური სახელმწიფოს დაარსება.

წითლად აღნიშნულია ის რესპუბლიკები, რომლებიც იყვნენ მზად შესულიყვნენ სუვერენულ სახლემწიფოთა კავშირში; შავით — სახელმწიფოები, რომელთაც უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ ახალ საკავშირო ხელშეკრულებაზე.

პირველად ახალი საკავშირო ხელშეკრულების იდეა ასახული იყო რეზოლუციაში „საკავშირო ხელშეკრულებაზე“ (რუს. „О Союзном Договоре“), რომელიც მიღებულ იქნა საკავშირო რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს მიერ 1988 წლის 16 ნოემბერს.

1990 წლის დეკემბერში დაისვა სსრკ-ს რეორგანიზაციის საკითხი.

3 დეკემბერს სსრკ-ს უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ მ. გორბაჩოვის საკავშირო ხელშეკრულების პროექტის კონცეფციას და გადასცა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა IV კრებაზე განსახილველად.

24 დეკემბერს შემდგარ სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა IV კრებაზე მიღებულ იქნა რომ აუცილებელი იყო შენარჩუნებულიყო სსრკ, როგორც განახლებული ფედერალური თანაბარუფლებიანი, სუვერენულ რესპუბლიკათა კავშირი.

იმავე დღეს სსრკ-ს პრეზიდენტის მ. გორბაჩოვის დაჟინებული თხოვნით, საბჭოთა კავშირის ისტორიაში დაინიშნა პირველი და უკანასკნელი საკავშირო საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი.

რეზოლუციის მისარებად ხმა მისცა 1677-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი — 32, თავი შეიკავა — 66.

1991 წლის 17 მარტს რეფერენდუმი შედგა, რომელზეც სსრკ-ს განახლებას მხარი დაუჭირა მოქალაქეთა უმრავლესობამ, 6 რესპუბლიკის (ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, საქართველო, მოლდავეთი და სომხეთი) გამოკლებით, რადგანაც აღნიშნული ქავეყნების ძალაუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ უარყოფილ იქნა მათ ქვეყნებში რეფერენდუმის ჩატარება, რადგანაც მანამდე გამოცხადებული ჰქონდათ ქვეყნის დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება