სუვერენული ბოლივარი

სუვერენული ბოლივარი (ესპ. Bolívar Soberano) — ვენესუელის ახალი ვალუტა, რომელიც მოქმედებაშია 2018 წლის 20 აგვისტოდან. მან შეცვალა ვენესუელის ბოლივარი, რომელმაც ჰიპერინფლაცია განიცადა. ახალ ფულის ერთეულს აქვს 2, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 სუვერენული ბოლივარის ნომინალები. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მას ვენესუელის ბოლივარი შეეცვალა კურსით 1000:1-ზე, 2018 წლის 4 ივლისის კურსით, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა ახალი მონეტებისა და ქაღალდის ფულის ნომინალის გამოშვება, ჰიპერინფლაციამ უკვე თავისი კორექტივები შეიტანა გეგმებში. ფულადი ნიშნების გამოშვებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ფინანსური რეფორმა გადაიტანეს 4 აგვისტოსთვის[1].

სუვერენული ბოლივარი
ესპ. Bolívar Soberano
კოდი ISO 4217 VES
ოფიციალური
მომხმარებლები
ვენესუელა
შედგება 100 სენტიმოსაგან
სიმბოლო Bs. S.
მონეტები 50 სენტიმო, 1 ბოლივარი
ბანკნოტები 2, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500
ცენტრალური ბანკი ვენესუელის ცენტრალური ბანკი
საიტი [1]

2018 წლის ივლისის დასასრულს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ რეფორმა დაიწყებოდა 2018 წლის 20 აგვისტოს კურსით 100 000:1-ზე[2][3].

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება