სტროკიური
სტროკიური (ისლ. Strokkur) — გეიზერი ისლანდიაში, მდინარე ჰვითაუს სიახლოვეს. განლაგებულია გეოთერმულ არეალში, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რეიკიავიკიდან აღმოსავლეთით. წარმოადგენს ისლანდიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გეიზერს, რომელიც იფრქვევა ყოველ 6-10 წუთს.[1] ჩვეულებრივ, ამოფრქვევის სიმაღლე 15-20 მ-ით განისაზღვრება, თუმცა ზოგჯერ სიმაღლემ შეიძლება 40 მ მიაღწიოს. სტროკიური პირველად მოხსენიებულია 1789 წელს, მას შემდეგ რაც მიწისძვრამ გზა გაუხსნა გეიზერის არხს. გეიზერის აქტივობა მერყეობდა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში; 1815 წელს მისი სიმაღლე 60 მ-ით განისაზღვრებოდა. ამოიფრქვეოდა XX საუკუნის ბოლომდე, მანამ სანამ კიდევ ერთმა მიწისძვრამ არ გადაკეტა მისი არხი. 1963 წელს ადგილობრივებმა გაწმინდეს გადაკეტილი არხი და მის მერე გეიზერი რეგულარულად იფრქვევა.[2] სტროკიური და მისი მიდამოები ტურიზმის ობიექტია.
სტროკიური | |
---|---|
Strokkur | |
გეიზერი სტროკიური | |
კოორდინატები: 64°18′47″ ჩ. გ. 20°18′02″ დ. გ. / 64.31306° ჩ. გ. 20.30056° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
ამოფრქვევის სიმაღლე | 40 მ |
ამოფრქვევის სიხშირე | 6-10 წთ. |
სურათები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Strokkur and Geysir (ინგლისური)
- ↑ Luhr, James F. (2003). Earth. Doring Kindersly. p. 205.