სტრინგიქართული ინდი-როკ ჯგუფი.

ჯგუფი 2000 წელს ჩამოაყალიბეს გიტარისტმა გიორგი მარიმ და ვოკალისტმა დავით ლომიძემ. პირველად სტრინგში შედიოდნენ - დავით ლომიძე (ვოკალი), გიორგი მარი (გიტარა), დავით გაბელაია (რითმ გიტარა), აჩიკო ქელბაქიანი (ბას გიტარა) და სანდრო ჩინჩალაძე (დასარტყმელი საკრავები).

მოგვიანებით სამმა წევრმა დატოვა სტრინგი. დავით გაბელაიას ჩაენაცვლა ლევან სვანიშვილი, ხოლო აჩიკო ქელბაქიანს - გიორგი კაკულია. სანდრო ჩინჩალაძისმაგივრად ჯგუფში სანდრო „სანი“ ჟღენტი მოვიდა.

ჯგუფი გამოდიოდა თითქმის ყველა მუსიკალურ ფესტივალზე და გაუმართავს კონცერტების საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. 2005 წელს მათი სიმღერა „B 52“ დიდი წარმატებით სარგებლობდა. მისთვის აგრეთვე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ჯგუფის ოფიციალური MySpace გვერდი