ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტრიგოლნიკები (რუს.стриго́льники, стриго́льниковы учениќи) — XIV საუკუნის რელიგიური მიმდინარეობა ნოვგოროდში, ტვერსა და ფსკოვში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმართული მოძრაობა გახდა შუასაუკუნეების რუსეთში. სტრიგოლნიკები უარყოფდნენ საეკლესიო იერარქიას და ბერობას, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სიმონიის პრაქტიკის მიმართ და უარყოფდნენ საიდუმლოობას.

რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელბი, ცდილობდნენ რა ერეტიკოსების გამოაშკარავებას, საკუთარ წერილებში მათ უკავშირებდნენ ხან იუდეველებს, ხან კიდევ ლათინელების მოგზავნილებად აცხადებდნენ მათ. ვინაიდან ძირითადი წერილობითი წყაროები ეკლესიურია, ამ მოძრაობის შესახებ ზუსტი დოკუმენტური მასალის მოძიება რთულია.

მოძრაობის სახელის წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ის დაკავშირებულია ხელების დაბმასთან, რაც სტრიგოლნიკების რიტუალის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ან კიდევ ტანსაცმლის ან თმის დაჭრასთან (სტრიგოლნიკი სავარაუდოდ მომდინარეობს თანამედროვე რუსული სიტყვისგან "სტრიჩ" ან "პოდსტრიგატ", რაც შეჭრას ნიშნავს). სხვების მოსაზრებით ეს სახელი უნდა მომდინარეობდეს განსაკუთრებული ნათლობის ცერემონიიდან (განსხვავებული სახის თმის შეჭრის მანერა, ან ვარცხნილობა), რომელსაც ატარებდა დიაკვანი "კარპი" - სექტის დამფუძნებელი (დიაკვან ნიკიტასთან ერთად). თუმცა არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება იმაზე, რომ ამ მოძრაობის მიმდევრები უარს აცხადებდნენ თმის ან წვერის მოშვებაზე ღვთისმსახურებისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტრიგოლნიკები“-დან