სტოკჰოლმის ცენტრალური რკინიგზის სადგური
სტოკჰოლმის ცენტრალური რკინიგზის სადგური (შვედ Stockholms centralstation, Stockholm C) არის შვედეთში ყველაზე მსხვილი რკინიგზის სადგური. სადგური მდებარეობს ნორმალმში, ვასაგატთან ახლოს. სადგური 1871 წლის 18 ივლისს გაიხსნა. დღევანდელი სადგური არა მხოლოდ უდიდესი სადგურია შვედეთში, არამედ, სკანდინავიის უმსხვილესი სამოგზაურო ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 250 000 მგზავრს ემსახურება.
ცენტრალური სადგურის წინ დადგმულია ნილს ერიქსონის ძეგლი.
ისტორია
რედაქტირებასადგური 1867-1871 წლებში აშენდა არქიტექტორ ადოლფ ედელსვორდის მიერ. 1925 წლამდე ლიანდაგებს პირდაპირ დღევანდელ სადგურში შეყჰავდა მატარებელი, მაგრამ, გადაკეთების შემდეგ 119 მეტრი სიგრძის, 28 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის მოსაცდელი დარბაზი გაჩნდა სადგურში. განახლებისას სადგური სამხრეთით დააგრძელეს და პავილიონი დაუმატეს. დღესდღეობით სადგურის ამ ნაწილში საკონფერენციო მომსახურებაა. მის გვერდით სამეფო ოჯახის მოსასვენებლი დარბაზია, სადაც მისი უმაღლესობა იცდის ხოლმე ოჯახითურთ გამგზავრების წინ.
1951 წელს ვასაგატანის გასწვრივმდებარე ფასადი გადააკეთეს და უფრო გაამარტივებული სახე მისცეს. 1958 წელს T-Centralen-ის მიწისქვეშა გადასარბენი გაიხსნა.