სტილბიტი (ასევე ცნობილია როგორც დესმინი) — წარმოადგენს ცეოლითთა ჯგუფის კარკასულ სილიკატს.სახელწოდება სტილბიტი წარმოშობილია ბერძნული სიტყვისგან ”stilbe”, რაც ქართულად ნიშნავს ”ბრწყინვას”, ხოლო ”დესმინი” სიტყვისგან ”desme”, რაც ნიშნავს ”ასხმას”. პირველი სახელი განპირობებული იყო ამ მინერალისთვის დამახასიათებელი ბზინვარებით, ხოლო მეორე - მინერალის კრისტალთა ფორმებით. 1997 წელს საერთაშორისო მინერალოგიურმა ასოციაციამ ერთმანეთისგან გამოყო ამ მინერალის კალციუმშემცველი და კალციუმშეუცველი ფორმები, დააჯგუფა რა ისინი ცალ-ცალკე და მათ შესაბამისად ეწოდათ სტილბიტი-Ca და სტილბიტი-Na:

  • სტილბიტი-Ca:ფორმულა NaCa4(Si27Al9)O72
  • სტილბიტი-Na:ფორმულა Na9(Si27Al9)O72
სტილბიტი

თავდაპირველად ჰეილანდითი და სტილბიტი მიაჩნდათ იდენტურ (ერთი და იგივე) მინერალებად. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფს მიეკუთვნება, 1818 წელს სტილბიტს მიენიჭა ახალი სახელწოდება დესმინი. სწორედ ამ სახელითაა ის ცნობილი გერმანიაში. სტბილბიტი აღმოჩენილი იქნა შვედი მინერალოგის ფრედერიკ აქსელ კრონსტედის (Axel Frederic Cronstedt) მიერ 1756 წელს, ხოლო მისი აღწერა მოახდინა რენე ჟუსტ ჰაუიმ(René-Just Haüy)1796 წელს.

დიაგნოსტიკური რუკა

რედაქტირება
 
სტილბიტი (ინდოეთი)

სინგონია - მონოკლინური; სიმყარე - 3.5-4; კუთრი წონა - 2.09-2.2; ფერი - უფერო ან ღიანაცრისფერი; ფხვნილის ფერი - თეთრი; ბზინვარება - მინისებრი; ჩვეულებრივ წარმოქმნის არასწორ კრისტალებს, ხშირად წარმოდგენილია რადიალურად-სხიური ან სფეროლიტური ჯგუფების სახით. ზოგჯერ გვხვდება ინდივიდუალური იდიომორფული სახის კრისტალები, რომლებიც შეზრდილნი არიან რომბული სიმეტრიის მქონე ჯვრისებრი ორეულების სახით. მინერალი უმეტესად გვხება უფერო ან მონაცრისფრო-მოთეთრო სახით. ახასიათებს მინისებრი ელვარება. ქიმიური შემადგენლობა - ცვალებადი; მიახლოებითი შემადგენლობაა: კალციუმის ოქსიდი (СаО) 7-9%, ალუმინის ოქსიდი (Аl2O3) 16-18%, სილიციუმის ორჟანგი (SiO2)55-61%, წყალი(Н2О) 16-19%.

დიაგნოსტიკური ნიშნები

რედაქტირება

ლღვება სანთლის ალზე და ადვილად იხსნება მარილმჟავაში.ნალღობი იღებს თეთრი ემალის სახეს. იშლება მარილმჟავაში.

წარმოშობა

რედაქტირება

სხვა ცეოლითების მსგავსად სტილბიტი ჩვეულებრივ გვხვდება ბაზალტის ბზარებსა და სიცარიელეებში. ასევე გვხვდება მეტამორფულ ქანებშიც. სტილბიტის ლამაზი კრისტალური წარმონაქმნები აღმოჩენილიქნა ისლანდიის, შოტლანდიის და ფერ-აილის კუნძულების ბაზალტურ ქანებში. იტალიაში სტილბიტის კრისტალები აღმოჩენილიქნა ანდეზიტებში ქ.ორისტანოს მახლობლად (სარდინია).

სიმეტრიის კლასი-პრიზმატური - 2/m

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება