სტეფანე ბიზანტიელი

სტეფანე ბიზანტიელიბიზანტიელი გეოგრაფი. ავტორია გეოგრაფიული ლექსიკონისა Ἐθνικά. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ არსებობს. ცხოვრობდა სავარაუდოდ VI საუკუნეში. მისი ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს 528-535 წლებში. სტეფანეს Ἐθνικά 50-55 წიგნისგან შედგებოდა. ჩვენამდე ნაშრომმა მოაღწია შემოკლებული სახით. თხზულებაში ასახელებს წყაროებს, რომლითაც სარგებლობდა, მაგალითად ჰეროდიანეს, ოროს მილეტელს, ჰეკატე მილეტელს, ჰეროდოტეს, თუკიდიდეს, პოლიბის, სტრაბონს, დიონისე პორიეგეტს.

სტეფანეს გრამატიკული საკითხები მეტად აინტერესებდა, ვიდრე გეოგრაფიული, ამიტომ შეცდომები აქვს დაშვებული და ბრმად ენდობა საკუთარ წყაროებს. სტეფანეს ნაშრომში ნახსენებია ძველი ქართული დასახლებები და ტომები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 272-289.