სტატისტიკა (ფუნქცია)
სტატისტიკა წარმოადგენს სტატისტიკური შერჩევის გარკვეულ რიცხვით მახასიათებელს (მაგალითად, შერჩევითი საშუალო, მოდა ან მედიანა). მათემატიკური განსაზღვრის მიხედვით, სტატისტიკა ეწოდება ზომად ფუნქციას, რომელიც განსაზღვრულია შერჩევაზე. სტატისტიკა დამოუკიდებელია შერჩევის განაწილებაზე (ანუ მისი ფორმა ცნობილი უნდა იყოს შერჩევამდე).