სტაროჩერკასკის კარვისებური სამრეკლო
სტაროჩერკასკის კარვისებური სამრეკლო (რუს. Шатровая колокольня) — ორიარუსიანი სამრეკლო სტანიცა სტაროჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მსგავსი არქიტექტურის ერთადერთი ძეგლი სამხრეთ რუსეთში.
სტაროჩერკასკის კარვისებური სამრეკლო Шатровая колокольня | |
---|---|
კოორდინატები | 47°14′01″N 40°03′23″E / 47.2337° ჩ. გ. 40.0563° ა. გ. |
მდებარეობა | სტაროჩერკასკი, აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
სიმაღლე | 45,8 |
თარიღდება | 1730 |
მდგომარეობა | მოქმედი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირება1730 წელს სტაროჩერკასკის უფლის აღდგომის ტაძრის ახლოს საფუძველი ჩაუყარეს და ააგეს ორიარუსიანი კარვისებური კოშკი-სამრეკლო. მისი სიმაღლე 45 მეტრზე მეტი იყო. სამრეკლოს პირველ და მეორე სართულზე 1744-1857 წლებში დაცული იყო დონის კაზაკთა არქივი. 1751 წელს სტაროჩერკასკში მონათლეს 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის მომავალი გმირი, დონის კაზაკების ატამანი, კავალერიის გენერალი მატვეი ივანეს ძე პლატოვი[1].
აღწერა
რედაქტირებასტაროჩერკასკის კარვისებური სამრეკლო შედგება სარდაფისაგან, ოთკუთხედი და რვაკუთხედი იარუსებისაგან და კარვისებური ნაწილისაგან, რომლის თავზეც დამაგრებულია ჯვარი. კარვის ზომები მნიშვნელოვნად შემცირდა მის წინამორბედ რვაკუთხა იარუსთან შედარებით. კარვისებური სამრეკლოს სარდაფში გარკვეული პერიოდის განმავლობაში საპატიმრო იყო განთავსებული, რომელშიც გამოკეტილი ჰყავდათ განსაკუთრებით სასტიკი დამნაშავეები. სამრეკლოს პირველი იარუსი არის ორმეტრიანი სქელკედლებიანი რვაკუთხა ნაგებობა, მეორე იარუსს აქვს სათვალთვალო აივანი[2]. შემდეგი იარუსი არის რვა კუთხიანი, იგი კოშკის ყველაზე მაღალი ნაწილია. კედლების შიგნით აუყვება ქვის დახვეული კიბეები[3], ხოლო რვაკუთხა იარუსში ჩამონატაჟებულ მრგვალ ფანჯრებში (რომელსაც „ჭორებს“ უწოდებენ) სადღესასწაულო ღონისძიებების დროს ამონტაჟებენ სადღესასწაულო განათებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Старочеркасск.Музей-заповедник, Столица Донского казачества“. Ростовчанка (რუსული). 2015-03-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ "Шатровая колокольня". siamz-ro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ Туризм в Донском крае. Описание достопримечательностей Старочеркасска. tourism.donrise.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-16. ციტირების თარიღი: 2017-04-14.