სტარაია-სარეპტა (მუზეუმ-ნაკრძალი)

ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „სტარაია-სარეპტა“ (რუს. Историко-этнографический и архитектурный музей-заповедник «Старая Сарепта») — უმსხვილესი კულტურული, ტურისტული, სასწავლო-კვლევითი და მეთოდური ცენტრი ვოლგოგრადში, ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი „სტარაია-სარეპტა“
48°30′44″ ჩ. გ. 44°33′02″ ა. გ. / 48.51222° ჩ. გ. 44.55056° ა. გ. / 48.51222; 44.55056
დაარსდა 1989
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Krasnoarmeysky District
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3400000205
დირექტორი ანატოლი მალჩენკო
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

საგამოფენო კომპლექსი სტარაია-სარეპტა მოიცავს 7,1 ჰა ფართობის ტერიტორიას, 27 ნაგებობას, რომელთაგან 23 XVIII-XIX საუკუნეების ფედერალური მნიშვნელობის ძეგლია. ასევე მოიცავს მუდმივმოქმედ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ გამოფენებს, მხატვრების, ფოტოგრაფებისა და დეკორატორების ცვალებად გამოფენებს[1].

შექმნის ისტორია

რედაქტირება

ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი სტარაია-სარეპტა შეიქმნა 1989 წელს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის, რელიგიური საძმოს კოლონიის სარეპტის ბაზაზე. სარეპტა იყო გერნგუტერების საძმო კავშირის პირველი და ერთადერთი კოლონია რუსეთის ტერიტორიაზე. სარეპტელებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ქვემო ვოლგისპირეთის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში. მათ შორის იყვნენ ისტორიკოსები, არქეოლოგები, ეთნოგრაფები, ეტიმოლოგები და ბოტანიკოსები.

გერმანული ექსპერიმენტული ბიბლიოთეკა

რედაქტირება

გერმანული ექსპერიმენტული ბიბლიოთეკა მდებარეობდა გერნგუტერების მიერ 1779 წელს აგებული ძველი შენობის მეორე სართულზე. ეს იყო უმსხვილესი გერმანული წიგნების ერთობლიობა სამხრეთ რუსეთში. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავდა 15 000 წიგნს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. 1992 წელს მუზეუმში ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორი იყო იოჰან ტრაუბი, არნსბერგის საბიბლიოთეკო სამმართველოს ხელმძღვანელი.

კულტურის ცენტრი

რედაქტირება

ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობს ოთხი კულტურის ცენტრი: რუსული, ყალმუხური, თათრული და გერმანული. ძმები ლანგერფელდების სახელობის გერმანული კულტურის ცენტი შედის რეგიონალური გერმანული კულტურული ავტონომიის შემადგენლობაში და მუშაობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალ სტარაია-სარეპტასთან 1990 წლიდან. მუზეუმის რუსულ ცენტრში შედის როლური მოდელირებისა და ისტორიული რეკონსტრუქციის კლუბი „Алатырь“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Страница Музея-заповедника на сайте городской администрации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-22. ციტირების თარიღი: 2018-05-29.