სტავროპოლის მხარე ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტავროპოლის მხარე ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე — თურქულენოვანი ქვეყნების სიმღერის კონკურსზე რუსეთის ფედერალური ერთეულის, სტავროპოლის მხარის სახელით წარსდგენა. სტავროპოლის მხარის მონაწილეობა ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსში თავდაპირველად დაიგეგმა სტამბოლში, თურქეთი, ბალა თურქვიზიის სიმღერის ინაუგურაციაზე 2015 წელს. სტავროპოლს თვითონ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი გამომსვლელი აერჩია და შედეგად, 2015 წელს კონკურსზე მისი დებიუტი შედგა. მადინა კარტაკეივა შეირჩა სტავროპოლის პირველ წარმომადგენლად ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე, სიმღერით "Altın Ordam". ამასთან, ისინი იძულებულნი გახდნენ შეჯიბრი დაეტოვებინათ 2015 წლის 30 ნოემბერს, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამო 2015 წლის 24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვართან რუსული სუხოი სუ -24-ის დაბომბვის გამო. სტავროპოლის მხარემ დაადასტურა მათი მონაწილეობა 2016 წლის ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე კვლავ კარტაკეივას მონაწილეობით. მოგვიანებით ეს მონაწილეობაც არ შედგა 2016 წლის დეკემბრის სტამბულის დაბომბვების გამო.

სტავროპოლის მხარის დროშა

კონკურსის წარმოშობა

რედაქტირება

ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსი არის ყოველწლიური კონკურსი. ის შეიქმნა საბავშვო ევროვიზიის მსგავსი ფორმატის საფუძველზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ძირითადად მონაწილე თურქულ ქვეყნებსა და რეგიონებზე. თითოეული ქვეყნის დაკომპლექტებული ჟიური მონაწილეების გამოსვლას 1-დან 10- ქულამდე აფასებს (ყველა ქვეყანას გარდა თავიანთი სამშობლოსა). დიდ ფინალში ჟიური განსაზღვრავს გამარჯვებულს. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსისგან განსხვავებით, რომელშიც გამარჯვებული ქვეყანა აგრძელებს მომდევნო წლის ღონისძიების მასპინძლობას, ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე კონკურსის მასპინძლობა ხდება იმ ქვეყანაში ან რეგიონში, რომელიც ასევე არის თურქული კულტურის დედაქალაქი.[1]

კონკურსში ძირითადად მონაწილეობს თურქულ ენოვანი ქვეყნების წარმომადგენლები.

ბალა თურქვიზიის 2015 წლის სიმღერის კონკურსი

რედაქტირება

2015 წლის 25 ოქტომბერს, სტავროპოლის მაუწყებელმა, ,,STRC სტავროპოლმა" განაცხადა, რომ ისინი პირველად წარსდგებოდნენ ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე 2015 წელს სტამბოლში. STRC სტავროპოლმა გამოკითხვის შედეგად აირჩია მადინა კარტაკეივა თავისი სიმღერით "Altın Ordam". ისნი ჯერ კიდევ ემზადებოდნენ, როდესაც იძულებულები გახდნენ 2015 წლის 24 ნოემბერს სირიასა და თურქეთის საზღვართან რუსული სუხოი სუ -24-ის სროლის შედეგად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამო შეჯიბრზე გამოსვლაზე უარი ეთქვათ.[2][3]

ბალა თურქვიზიის 2016 წლის სიმღერის კონკურსი

რედაქტირება

2016 წლის 30 აგვისტოს სტავროპოლის მხარემ დაადასტურა, რომ ისინი კვლავ შეეცდებოდნენ მონაწილეობას კონკურსში. მათ განაცხადეს, რომ რადგან წინა კონკურსში შექმნილი ვითარების გამო მათი დებიუტი არ შედგა, მონაწილეობას ისევ მადინა კარტაკეივა მიიღებდა. ამასთან, 2016 წლის 8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ როგორც თურქვიზიის კონკურსი ასევე ბალა თურქვიზიის კონკურსი 2017 წლის მარტამდე გადაიდო, რაც კონკურსის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

ამასთან, მოგვიანებით დადასტურდა, რომ 2016 წლის ორივე კონკურსი გაუქმდა 2016 წლის დეკემბრის სტამბულის დაბომბვების გამო. კონკურსის ჩატარება დაგეგმილი იყო სარიარკა ველოდრომში, ასტანაში (დღევანდელი ნურ- სულთანი), ყაზახეთში.

ხმის მიცემის ისტორია

რედაქტირება

სტავროპოლის მხარე არასდროს არ გამოსულა ბალა თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე, რის გამოც მას ამ კონკურსზე ხმის მიცემის ისტორიაც არ აქვს.

  1. Granger, Anthony (27 May 2015). Bala Turkvizyon: Childrens Turkvizyon Song Contest Launched"." eurovoix.com. Eurovoix-world. Retrieved 14 April 2017.
  2. Lydia Tomkiw (24 November 2015). "What Is A Fencer Su-24? What To Know About The Russian Plane Shot Down By Turkey". International Business Times. Retrieved 24 November 2015.
  3. Press release (24 November 2015). "Hava sahası İletim" [Transmission of Airspace]. Turkish Armed Forces Chief of Staff (in Turkish). Archived from the original on 24 November 2015. Retrieved 24 November 2015.