რეიმსი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი სტად დე რეიმსი (ფრანგ. Stade de Reims) — საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ რეიმსიდან, დაარსდა 1931 წელს. გამოდის საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში.
სრული სახელი |
Stade de Reims სტად დე რეიმსი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 18 ივნისი, 1931 | ||
სტადიონი |
„სტად ოგიუსტ დელონი“, რეიმსი (ტევადობა: 21 029) | ||
პრეზიდენტი | ჟან-პიერ კაიო | ||
მწვრთნელი | ლუკა ელსნერი | ||
ლიგა | საფრანგეთის ლიგა 1 | ||
2023–24 | მე-9 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირება1931–1960
რედაქტირებაპირველი მატჩი გუნდმა 23 აგვისტოს „რეიმსთან“ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 7–2. კლუბმა თავისი პირველი ჩემპიონატი საპატიო დივიზიონში (Division d`Honneur) 1931–32 წლებში გამართა და მეორე ადგილზე დაასრულა. 1934–35 წლებში კლუბმა მოიგო ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატი. ამ ტიტულის მოპოვებისა და პროფესიული სტატუსის მიღების შემდეგ ასპარეზობას მეორე დივიზიონში იწყებს. პირველ სეზონში კლუბმა ადგილი სატურნირო ცხრილის შუაში დაიკავა, ხოლო 1936–37 წლების სეზონში ის ბოლო ადგილზე გავიდა. 1937 წელს მოხდა ორი კლუბის — „სპორტინგისა“ და „სტად დე რეიმსის“ შერწყმა.
ომის წლებში საფრანგეთის ჩემპიონატი არ შეწყვეტილა, თუმცა იგი შესაბამის ზონებში იმართებოდა. „სტად დე რეიმსი“ ჩრდილოეთის ზონის ჩემპიონატში ცხრა სხვა გუნდთან ერთად მონაწილეობდა. 1940–41 წლების სეზონში „სტად დე რეიმსმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა, მომდევნო სეზონში კი ჩრდილოეთის ზონის ჩემპიონობა მოიპოვა. იმავე სეზონში კლუბი საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა, სადაც „რედ სტართან“ ანგარიშით 1–0 დამარცხდა. ომის დასრულების შემდეგ „სტად დე რეიმსი“ პირველ დივიზიონში გადავიდა. მოკრძალებული წარმატებების სერიის შემდეგ, კლუბმა თავის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც 1949 წელს საფრანგეთის ჩემპიონის წოდებას დაეუფლა. მომდევნო სეზონში „რეიმსმა“ თავისი პირველი საფრანგეთის თასი მოიგო, როდესაც 61 722 მაყურებლის წინაშე პარიზის „რასინგი“ 2–0 დაამარცხა.[1] ამ პერიოდში (1945–1950) გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ფრანგი სპეციალისტი და კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ანრი როსლერი.
1951–52 წლების სეზონში კლუბს შეუერთდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი რაიმონ კოპა. მასთან ერთად, მომდევნო სეზონში კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონის წოდება მეორედ მოიპოვა. ამას გარდა ლათინური თასსაც დაეუფლა, როდესაც ნახევარფინალში ჯერ „ვალენსია“ დაამარცხა (2–1),[2] ხოლო ფინალში „მილანს“ მოუგო ანგარიშით 3–0.[3]
მიღწევები
რედაქტირებასაფრანგეთი
რედაქტირება- ჩემპიონი (6): 1948-49, 1952-53, 1954-55, 1957-58, 1959-60, 1961-62
- ვიცე-ჩემპიონი (3): 1946-47, 1953-54, 1962-63
- თასის მფლობელი (2): 1950, 1958
- ფინალისტი (1): 1977
- თასის მფლობელი (4): 1955, 1958, 1960, 1966
საერთაშორისო
რედაქტირება- ფინალისტი (2): 1956, 1959
ლოგოები და სიმბოლოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1950 Coupe de France final
- ↑ Stade de Reims 2–1 Valencia / Taça Latina 1953 - Semifinales
- ↑ Stade de Reims 3–0 Milan / Taça Latina 1953 - Final