სტადსჰოლმენი
სტადსჰოლმენი (შვედ. Stadsholmen) — შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კუნძულის ისტორიული სახელი. მცირე კუნძულებთან რიდარჰოლმენთან და ჰელგეასჰოლმენთან ერთად სტადსჰოლმენი სტოკჰოლმში პატარა ქალაქს ჰქმნის. შვედურიდან თარგმანში სტადსჰოლმენი „ქალაქის კუნძულს“ ნიშნავს. კუნძულზე სამეფო სასახლე დგას.
კუნძულს შეიძლება გამლა სტანიც ვუწოდოთ (ძველი ქალაქი) რადგან სტადჰოლსმენი ყოველდღიურ მეტყველებაში ნაკლებად გამოიყენება.