სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი
სსრკ-ის სახალხო მასწავლებელი — საპატიო წოდება, რომელიც სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით (Ведомости ВС СССР, 1978, №1)[1] ენიჭებოდა სკოლის მასწავლებლებს, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების, სასწავლო-აღმზრდელობითი, მეთოდური და განათლების სისტემის სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლებასა და კომუნისტურ აღზრდაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, სახალხო განათლების სფეროში თვალსაჩინო მუშაობისთვის. კანდიდატების წარდგენა ხდებოდა სსრკ განათლების სამინისტროსა და პროფ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ. წოდებასთან ერთად გაიცემოდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და დადგენილი ფორმის სამკერდე ნიშანი.
ქართველი პედაგოგებიდან სსრკ-ის სახალხო მასწავლებლის წოდება 1979 წელს მიენიჭა გრიგოლ კობახიძეს.