სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი

სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი (ლათ. Spurius Lucretius Tricipitinus) — ნახევრად ლეგენდარული პიროვნება ადრეული რომის ისტორიიდან. სპურიუსი რომის რესპუბლიკის პირველი სუფექტ-კონსული იყო. მისი ქალიშვილი ლუკრეცია რომის სამეფოს უკანასკნელი მეფის ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსის ვაჟმა სექსტუს ტარკვინიუსმა გააუპატიურა. რის შემდეგაც ლუკრეციამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სწორედ ეს მოვლენა გახდა აჯანყების მიზეზი, რომელიც საბოლოოდ რომის მეფის ტარკვინიუს ამაყის ჩამოგდებით და რომის სამეფოს რესპუბლიკად გარდაქმნით დასრულდა. არსებობს მოსაზრება, რომ სპურიუს ლუკრეციუსი ლივიუსისა და პლუტარქეს მიერ შექმნილი მითური პიროვნება იყო, შესაბამისად მითური იყო მისი მიღწევებიც.

სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი
Spurius Lucretius Tricipitinus
რომის რესპუბლიკის კონსული
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ძვ. წ. 509 – ძვ. წ. 509
თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა (სუფექტი)
წინამორბედიბრუტუსი და პუბლიკოლა
მემკვიდრეპუბლიკოლა და პულვილიუსი

დაბადებულიძვ. წ. VI საუკუნე
გარდაცვლილიძვ. წ. 509
მოქალაქეობარომის რესპუბლიკა
შვილებილუკრეცია

კონსულ-სუფექტი

რედაქტირება

კოლატინუსის გამგზავრების შემდეგ, პუბლიკოლა მის შემცვლელად იქნა არჩეული. მისი არჩევიდან მცირე ხნის შემდეგ, პუბლიკოლას თანაკონსული ლუციუს იუნიუს ბრუტუსი ძვ. წ. 509 წელს არსიის ტყის ბრძოლაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმავე წელს სპურიუსი კონსულ-სუფექტად იქნა არჩეული. თუმცა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ სპურიუს ლუკრეციუსი ასაკის გამო გარდაიცვალა. მისი მმართველობა მარკუს ჰორაციუს პულვილიუსმა განაგრძო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ბრუტუსი და პუბლიკოლა
რომის რესპუბლიკის კონსული
თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა (სუფექტი)
ძვ. წ. 509
შემდეგი:
პუბლიკოლა და პულვილიუსი