სპორტის სასახლე (ბაქო)
ხელის თამაშების სასახლე (აზერ. Əl Oyunları sarayı), ასევე ცნობილი როგორც სპორტის სასახლე (აზერ. İdman sarayı) — ბაქოში მდებარე სპორტული არენა, რომელიც აშენდა 1974 წელს[1]. ის ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული კომპლექსია ქალაქში და 1628 მაყურებელს იტევს[2]. არენა სხვადასხვა სახის შეჯიბრებებს მასპინძლობს, მათ შორის ფუტსალის, მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის შეჯიბრებებს.
წინა სახელები | ხელის თამაშების სასახლე |
---|---|
მდებარეობა | აზერბაიჯანი, ბაქო |
აშენდა | 1974 |
აღდგა | 2015 |
ტევადობა | 1628 |
მნიშვნელოვანი ღონისძიებები
რედაქტირება- 2004 წლის თებერვალი: სასახლემ უმასპინძლა ტაეკვონდოში XXVIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირს[3].
- 2012 წელი: ევროვიზია 2012 კონკურსის განმავლობაში სასახლეში ევროკლუბი მდებარეობდა[4].
- 2015 წელი: პირველ ევროპულ თამაშებში ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის შეჯიბრებები[5].
- 2023 წლის 17 დეკემბერი: მოეწყო იაპონური კულტურისა და ბუდოს ფესტივალი[6].
- 2024 წლის 28 ივნისი - 7 ივლისი: სასახლეში გაიმართა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი „Baku Open 2024“, სადაც 300-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან[7].
2014 წელს, პირველი ევროპული თამაშების მზადებისას შენობა გარემონტდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად[8].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI NAZİRLƏR KABİNETİNİN QƏRARI
- ↑ Под председательством Ильхама Алиева состоялось первое заседание Организационного комитета первых Европейских игр, которые пройдут в Баку в 2015 году
- ↑ Во Дворце ручных игр в Баку пройдет международный отборочный турнир XXVIII летних Олимпийских игр по таэквондо
- ↑ Дворец ручных игр станет Евроклубом
- ↑ World-class competition venues fit for Europe's finest athletes
- ↑ Фестиваль японской культуры и будо в Баку
- ↑ Объявлено число участников шахматного турнира Baku Open - 2024
- ↑ Как преобразится Дворец ручных игр в Баку? – ФОТО