სენ-პიერ დე ბოვეს ტაძარი

სენ-პიერ დე ბოვეს საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Saint-Pierre de Beauvais) — გოტიკური ტაძარი ბოვეში, ჩრდილოეთ საფრანგეთი. ტაძარი ზოგიერთი პარამეტრით გოტიკური არქიტექტურის ყველაზე გაბედული ჩანაფიქრი იყო; შედგება მხოლოდ ტრანსეპტისა და ქორალისგან ერთი აფსითა და შვიდნავიანი კაპელით. შიდა თაღის სიმაღლე ყველაზე მაღალ წერტილში 157.5 ფუტს აღწევს, რაც გაცილებით მეტია იმავე დროს აგებულ ამიენის ღვთისმშობლის ტაძარზე (138 ფტ).

ბოვეს ტაძარი
ტაძრის თაღები

ისტორია რედაქტირება

მე-10 საუკუნის მცირე რომანული ეკლესია, ცნობილი სახელით ბას-უვრი, ნავის ადგილას იდგა. ეპისკოპოს გიიომ დე გრესის თაოსნობით დაწყებული პროექტით, მას 16 ფუთი დაამატეს სიმაღლეში, რათა ის ევროპაში ყველაზე მაღალი ტაძარი გამხდარიყო: სამუშაოები შეწყდა 1284 წელს ქორალის საბჯენების ჩამონგრევის გამო, რაც არქიტექტურულ გათვლებში ხარვეზად ჩაითვალა. ტაძარს ტრანსეპტი დაემატა 1500-48 წლებში. ამის შემდგომ გრანდიოზული პროექტის განხორიელება ისევ განახლდა და ქორალი ხელახლა აშენდა ჩაფიქრებული სიმაღლით, თუმცა მეტი სვეტის დამატებით.

ტაძრის ფასადი, განსაკუთრებით სამხრეთით, გოტიკურ სტილს მთელი სიდიადით წარმოაჩენს. ნაკვეთი ხის კარები ჩრდილო და სამხრეთ პორტალებზე გოტიკური და რენესანსის მოხელეთა შედევრებია. ეკლესიის ღირსშესანიშნაობათა შორისაა განსაკუთრებული ორნამენტული ხელობით გამორჩეული ასტრონომიული საათი (1866), თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი განძია მე-13, 14, 16 საუკუნეების მოჭიქული მინის ფანჯრები, რომელთა შორის ულამაზესია ბოვეს მკვიდრი რენესანსის ხელოვანი ენგრან ლე პრინსის ნამუშევარი. მასვე ეკუთვნის ამავე ქალაქში მდებარე სენ-ეტიენის ეკლესიის რამდენიმე მოჭიქული ფანჯარა, რომელიც რომანულიდან გოტიკურ სტილში გარდამავალი ეტაპის საინტერესო ნიმუშია.