მაუნტ-სცენერი (ნიდერლ. Mount Scenery) — პოტენციურად აქტიური სტრატოვულკანი კარიბის ნიდერლანდებზე, კუნძულ საბაზე. ლავური გუმბათია. სიმაღლე — 877 მეტრი. ამჟამად წარმოადგენს ნიდერლანდების უმაღლეს წერტილს. უკანასკნელი რეგისტრირებული ამოფრქვევა დაფიქსირდა 1640 წელს, რომელსაც თან ახლდა აფეთქება და პიროკლასტური ნაკადის წარმოქმნა. მწვერვალი ხშირად ნისლშია გახვეული. მაუნტ-სცენერი საბის ეროვნული პარკის ნაწილია.

მაუნტ-სცენერი
მაუნტ-სცენერი
მაუნტ-სცენერი
კოორდინატები: 17°38′06″ ჩ. გ. 63°14′21″ დ. გ. / 17.63500° ჩ. გ. 63.23917° დ. გ. / 17.63500; -63.23917
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
სიმაღლე 877 
ბოლო ამოფრქვევა 1640
მაუნტ-სცენერი — ნიდერლანდების ანტილის კუნძულები
მაუნტ-სცენერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება