იაკობ ზახარის ძე სურიცი (რუს. Яков Захарович Суриц დ. 1882 — გ. 1952) — საბჭოთა დიპლომატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1902 წელს ერთვება რევოლუციურ საქმიანობაში. 1903 წლიდან რსდმპ წევრია. 1907 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ ტობოლსკის გუბერნიაში, საიდანაც ბრუნდება 1910 წელს. 1917 წლიდან ბოლშევიკია. სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სახელმწიფო-საზოგადოებრივ განყოფილებაზე. ბერლინის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს სახელმწიფო სამართალში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბრუნდება რუსეთში და იწყებს პარტიულ და დიპლომატიურ მოღვაწეობას. 1918-47 წლებში იყო რსფსრ-ს, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, ნორვეგიაში, ავღანეთში, თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ერთა ლიგაში. 1940 წლის 19 მარტს საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა „პერსონა ნონ-გრატად“. 1948 წლიდან პენსიაშია. გარდაიცვალა 1952 წელს. დაკრძალულია მოსკოვში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება