თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი

თავად იაროსლავ ბრძენის ორდენიუკრაინის სახელმწიფო ჯილდო. მიენიჭება პირს უკრაინის წინაშე გამოჩენილი დამსახურებისათვის უკრაინის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის სფეროში, უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებაში, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის დაცვის განვითარებაში, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი საქმიქნობისათვის. დაარსების მომენტიდან (1995 წელი) არის უკრაინის უმაღლესი ჯილდო უკრაინის მოქალაქეთა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დასაჯილდოებლად. 1998 წლიდან უკრაინის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს წოდება „უკრაინის გმირი“ „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენთან ან სახელმწიფო ორდენთან ერთად. უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის რჩებოდა თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი უმაღლეს სახელმწიფო ორდენად 2008 წლამდე თავისუფლების ორდენის დაარსებამდე.

იაროსლავ ბრძენის ორდენი

ისტორია რედაქტირება

დაარსდა 1995 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით. არსებობს თავად იაროსლავ ბრძენის I, II, III, IV და V ხარისხის ორდენი. 1998 წლის 19 ივნისის კანონით განისაზღვრა და დამტკიცდა, რომ შემდეგი საფეხურის ორდენის გადაცემამდე 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

ინფორმაცია დაჯილდოების შესახებ რედაქტირება

  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენით ჯილდოვდება უკრაინის მოქალაქე, უცხოელი მოქალაქე, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირი;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოება ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის მიერ;
  • უმაღლესი ხარისხის ორდენად ითვლება I საფეხური;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ნებისმიერი ხარისხის ორდენით დაჯილდოებული პირი იწოდება თავად იაროსლავ ბრძენის ორდენის კავალერად;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენის დევიზიაː "სიბრძნე , პატივი და დიდება ";
  • თავად იაროსლავ ბრძენის შემდეგი საფეხურის ორდენით დაჯილდოება შესაძლებელია არაუადრეს 3 წლისა;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოება შესაძლებელია სიკვდილის შემდგომ;
  • არავის არ აქვს უფლება თავად იაროსლავ ბრძენის ორდენის კავალერს ჩამოართვას მისი ჯილდო;


უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები ჯილდოვდებიანː

  • თავად იაროსლავ ბრძენის I ხარისხის ორდენით — სუვერენული სახელმწიფოს მეთაურები;
  • თავად იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენით – სუვერენული სახელმწიფოს მთავრობისა და პარლამენტის მეთაურები, გამოჩენილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები;
  • თავად იაროსლავ ბრძენის III ხარისხის ორდენით – საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საგარეო–პოლიტიკურ უწყებათა ხელმძღვანელები, უცხო ქვეყნების ელჩები უკრაინაში;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ІV და V ხარისხის ორდენით — ცნობილი მეცნიერები, მხატვრები, მწერლები, რელიგიური მოღვაწეები, ბიზნესმენები, * უფლებადამცველები, სპორტსემენები და სხვა პირები.
  • თავად იაროსლავ ბრძენის ყველა ხარისხის ორდენს, როგორც წესი, გადასცემს უკრაინის პრეზიდენტი;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოებულ პირს გადაეცემა ატრიბუტთა განსხვავებული კომპლექტი;
  • თავად იაროსლავ ბრძენის ორდენის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც წესი, მისი დუბლიკატი არ გაიცემა.


ორდენის ნიშნები რედაქტირება

1–ლი ხარისხი 1-ლი ხარისხი (მხრის ბაფთა) მე–2 ხარისხი
 
YM-1-planka
 
YM-1-planka
 
Ukraine-republic007
 
 
Mudryj-bant
 
Mudryj-2-3
 
Mudryj-star
 
Mudryj-star-nastr
 
Mudryj-star
მე–3 ხარისხი მე–4 ხარისხი მე–5 ხარისხი
 
Ukraine-republic007
 
Ukraine-republic007
 
Ukraine-republic007
 
Mudryj-2-3
 
Mudryj-4
 
Mudryj-5

ლიტერატურა რედაქტირება

  • Табачник Д., Безгін І., Бузало В., Дмитрієнко М., Курас І., Куценко В., Яковлєва Л. Нагороди України. Історія, факти, документи. — К.: "Українознавство", фірма "ARC-Ukraine", 1996. — Т. 3. — 424 с. — ISBN 5-7770-0892-5 (укр.)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება