ვილა კაპრა (აგრეთვე ცნობილი როგორც ვილა ლა როტონდა) — რენესანსის პერიოდის ვილა. იგი ქალაქ ვიჩენცაში არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ ააგო 1566 წელს. შენობის პროექტი ძველი საბერძნეთისა და რომის არქიტეტურას ემყარება. კვადრატებმა, წრეებმა და სწორკუთხედებმა შენობას მკაცრი იერი მისცა და მთელ ევროპაში ბევრი ვილისა თუ სასახლისათვის მისაბაძ ნიმუშად იქცა. სახელი "კაპრა" წარმოიშვა ძმები კაპრესაგან, რომლებმაც დაასრულეს ეს შენობა, მას შემდეგ, რაც ის მათ გადაეცათ 1591 წელს. პალადიოს სხვა შენობებთან ერთად ვიჩენცაში, ეს შენობა შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ფოტო გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მსოფლიოს დიდი ატლასი, მესამე გამოცემა, გამომცემლობა პალიტრა L, 2011, ISBN 978-9941-19-012-4
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 712
ინგლ.რუს.ფრ.