ივანე კრილოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: დასუფთავების სამსახური, replaced: {{ბიოგრაფია}} → {{ესკიზი-ბიოგრაფია}} using Project:AWB
ხაზი 6:
პირველი [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]] კრილოვმა [[1806]] მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. [[1807]] შექმნა სატირული კომედიები "გაკვეთილი ქალიშვილებს" და "მოდების დუქანი". [[1809]] გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("გუგული და მამალი", "ბუზი და მგზავრი", "ღორი მუხის ქვეშ"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვიამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("ფოთლები და ფესვები", "ბატები"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("ნადირთა ჭირი", "კვარტეტი", "გლეხი და ცხვარი"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა [[1812]] სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("კატა და მზარეული", "მგელი საძაღლეში", "აღალი", "ყვავი და ქათამი").
 
კრილოვი დიდად პოპულარული იყო არა მარტო [[რუსეთი|რუსეთში]], არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის [[საქართველო | საქართველოშიც]]. [[1832]]-1833 [[ორბელიანი, გრიგოლ|გ. ორბელიანმა]] თარგმნა კრილოვის 3 იგავი. [[1852]]-იდან მისი იგავების თარგმანები გვხვდება ჟურნალ "ცისკარში". ცალკე წიგნად პირველად [[1876]] გამოიცა (მთარგმნელი მ. ბებუთაშვილი), მეორედ - [[1878]] (მთარგმნელი [[რევაზ ერისთავი]]). [[1862]]-[[1906]] [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]] ბრწყინვალედ თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი, რომლებიც მრავალჯერ გამოქვეყნდა ცალკე წიგნად. კრილოვს თარგმნიდნენ [[იოსებ გრიშაშვილი]], [[კონსტანტინე ჭიჭინაძე]], [[ალექსანდრე აბაშელი]], [[გრიგოლ ცეცხლაძე]], [[დავით გაჩეჩილაძე]], ვ. გორგაძე და სხვები.
 
 
http://lib.ge/each_author.php?1228
 
 
{{DEFAULTSORT:კრილოვი, ივანე}}
{{ვიკიციტატა}}
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
{{DEFAULTSORT:კრილოვი, ივანე}}
[[კატეგორია:რუსები]]
[[კატეგორია: რუსი იგავთმწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1769]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1844]]
 
{{Link FA|ro}}
 
[[cs:Ivan Andrejevič Krylov]]
[[cv:Крылов Иван Андреевич]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_კრილოვი“-დან