ანდრია აფაქიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ანდრია მელიტონის ძე აფაქიძე''' (დ. [[3 სექტემბერი]], [[1914]], [[ზანა|სოფ. ზანა]], ახლანდელი [[სენაკის რაიონი]] - გ. [[25 ნოემბერი]], [[2005]]), [[ქართველები|ქართველი]] არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე (1972-1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-იდან).
 
== ბიოგრაფია ==
მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975-იდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. აფაქიძე რედაქტორი და თანაავტორია წიგნისა "საქართველოს არქეოლოგია", რედაქტორია მისივე ინიციატივით დაარსებული სერიის "მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის" მეტი წილი ნაკვეთებისა. დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის" ორდენი]]თ და მედლებით.
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 2, გვ. 13, თბ., 1977
* ''ვაჩეიშვილი ნ.,'' ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 245-246, თბ., 1997
ხაზი 9:
 
{{ბიოგრაფია}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი არქეოლოგები]]
[[კატეგორია:"საპატიო ნიშნის" ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1914]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2005]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია_აფაქიძე“-დან