ალფონსო VIII (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: an:Alifonso VIII de Castiella
Robot: Cosmetic changes
ხაზი 11:
[[1198]] წელს ამოიწურა მავრებთან დადებული ზავი და ომი განახლდა. კასტილიელთა წარმატება განაპირობა იაკუბის სიკვდილის შემდეგ მავრებში დაწყებული სამოქალაქო ომებმა. ახალმა ემირმა [[ალ-ნასრი|ალ-ნასრმა]] მხოლოდ [[1211]] წელს მოახერხა [[ტარიფა]]ში ჩასვლა. მას დიდი არმია ახლდა. მაგრამ ქრისტიანები კარგად იყვნენ შემოჭრისთვის მომზადებულები. [[რომის პაპი]]ს [[ინოკენტი III]]ს მოწოდებას ყური უგდეს რა, ბევრი ორდენის [[რაინდი]] და ასევე რაინდები სამხრეთ [[საფრანგეთი]]დან შეუერთდნენ კასტილიის და არაგონის გაერთიანებულ ჯარებს. ესპანელებს და მუსულმანებს ჯერ არასდროს არ ჰყოლიათ ამხელა ლაშქარი. თუმცა მუსულმანები ფლობდნენ უპირატესობას რაოდენობითაც და დისციპლინითაც. ალ-ნასრის შეცდომა ის იყო, რომ იგი მაშინვე არ შეებრძოლა ქრისტიანებს, არამედ დაღალა ჯარი [[სალვატიერა]]ს ხანგძლივი ალყით. ბოლო ბოლო მან გაილაშქრა ალფონსოს წინააღმდეგ და ჩაკეტა სიერა მორენას გადასასვლელები. ერთმა მწყემსმა ანახა ესპანელებს ბილიკი, რომლითაც მათ შეძლეს ლოზას საშიში გადასასვლელის მოვლით ნოვას დე ტოლოსას პლატოზე გასვლა, სადაც შეეძლოთ თავისუფლად გაშლა. აქ [[1212]] წლის [[16 ივნისი|16 ივნისს]] მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც ესპანეთის შემდეგი ბედი განაპირობა. დიდი ხანი გაურკვეველი იყო გამარჯვებული. მხოლოდ მას შემდეგ როდესაც მავრების რიგები ანდალუსიელებმა მიატოვეს, ქრისტიანებმა შეუტიეს. როდესაც ემირმა დაინახა რომ ბრძოლა წაგებულია, იგი გაიქცა. ესპანელი მემატიანეების თანახმად ბრძოლის ველზე 100 000ზე მეტი გვამი იყო. გამარჯვებულებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ამ დამარცხებამ დაღუპა ალმოგადების სახელმწიფო და შეარყია ესპანეთში მუსულმანთა ძალაუფლება. ალფონსო ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ 2 წელიწადში მოკვდა.
 
== ლიტერატურა ==
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X