ალექსანდრე ალადაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცულია "ალექსანდრე ალადაშვილი" [edit=autoconfirmed:move=autoconfirmed]
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი''' (დ. [[17 ივნისი]]/[[30 ივნისი]], [[1876]], [[არბოშიკი|სოფ. არბოშიკი]], ახლანდელი [[დედოფლისწყაროს რაიონი]] ― გ. [[29 ივნისი]], [[1950]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკედემიკოსი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
 
== ბიოგრაფია ==
 
1904 წელს დაამთავრა იურიევის ([[ტარტუ]]) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 [[ხარკოვი|ხარკოვში]] დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის". 1919 აირჩიეს [[სიმფეროპოლის უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამდეგ, 1919-1921 წლებში მუშაობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს (თსუ)სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ, 1921-1924 იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950 საფაკულტეტო ტერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სმინისტროს სამედიცინო სამჭოს თავმჯდომარე (1937-1950).
 
ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე (1940-1950). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. დაჯილდოებულია [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენითა]] და მედლებით.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
 
== ლიტერატურა ==
* ვ. გერსამია. ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი, თბილისი, 1955.
* ქსე, ტ. 1, გვ. 259-260, თბ., 1975
ხაზი 17:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მედიკოსები]]
[[კატეგორია: შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1876]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1950]]