ავალიშვილის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
ხაზი 3:
საჯარო წარმომადგენლები იმართებოდა ე. წ. პალატში. წარმოდგენის დაწყებამდე გ. ავალიშვილი აუდუტორიას მიმართავდა რეჩიტატივით, რომლის საგანგებოდ გალექსილ ტექსტში თეატრს თანამედროვეთა გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფის ხელშემწყობ საგამანათლებლო დაწესებულებად აცხადებდა. პირველად დასმა წარმოადგინა "მეფე თეიმურაზი", რომელსაც გ. ავალიშვილს მიაწერენ. ამ პიესაში საქართველოს რუსეთთან დაახლოების იდეა იყო გატარებული. გ. ავალიშვილი კარგად იცნობდა რუსულ სცენურ კულტურას და ნერგავდა მას ქართულ სცენაზე.
 
ავალიშვილების თეატრი კლასიცისტური მიმართულებისა იყო. მის რეპერტუარში შედიოდა ზოგიერთი თავგადასული ბატონისა და მეფის მოხელის მამხილებელი პიესები, მათ შორის ავალიშვილის მიერ თარგმნილი ა. სუმაროკოვის ნაწარმოებები: "რქის მატარებლის მიერ გამოსახვა კომედიისა", "დედა რაყიფი ქალისა", "უბნობა მკვდართა" და სხვა.
 
ავალიშვილების თეატრმა იარსება [[1795]] წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე.