გრძნობა და გონება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წიგნი |სახელი = გრძნობა და მგრძნობიარობა |მშობ_სახე...
(განსხვავება არ არის)

19:58, 27 დეკემბერი 2009-ის ვერსია

გრძნობა და მგრძნობიარობა არის ინგლისელი ნოველისტის ჯეინ ოსტინის რომანი, რომელიც გამოქვეყნდა 1811 წელს და იყო ოსტინის პირველი გამოცემული რომანი, რომელიც მან დაწერა ფსევდონიმით "ქალბატონი".

„გრძნობა და გონება“
Sense and Sensibility

ავტორი ჯეინ ოსტინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი ტ. ეგერტონი, Whitehall
გამოცემის თარიღი 1811
მედია ნაბეჭდი
მომდევნო სიამაყე და ცრურწმენა
ISBN NA

ისტორია ვითარდება ელინორსა და მარიანას გარშეომი. მისტერ დაშვუდის ორ ქალიშვილზე, რომელიც მას მეორე ცოლთან ყავდა. მათ აგრეთვე ყავთ უმცროსი და, მარგარეტა და უფროსი ნახევარ-ძმა ჯონი. მისტერ დაშვუდის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახური ქონება ჯონს გადაეცემა და დაშვუდის ქალები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნოველა მოგვითხრობს დაშვუდის დებზე და მათ ახალ სახლზე, კოტეჯზე სადაც ისინი გამოცდიან სიყვარულს და გულიის გატეხვას. დაპირისპირება დებს შორის აღმოიფხვრება მაშინ როდესაც ისინი იპოვიან სიყვარულს და ბედნიერებას. ამ ნოველაში ელინორი და მარიანა იპოვიან ბალანსს გრძნობასა (ან წმინდა ლოგიკა) და მგრძნობიარობას (ან წმინდა ემოცია) შორის, როგორც ცხოვრებაში ასევე სიყვარულში.

წიგნი ადაპტირებული იყო რამოდენიმეჯერ ფილმისთვის და ტელევიზიისთვის, მათ შორის 1981 წელს სერიალისთვის რომლის რეჟისორი იყო როდნი ბენეტი, 1995 წელს ფილმის ადაპტირებულ ვერსიაში მთავარ როლს ასრულებდა ემა ტომპსონი, ხოლო რეჟისორი იყო ანგ ლი; ტამილის ვერსია გამოვიდა 2000 წელს და მას ერქვა კანდუკონდაინ კანდუკონდაინი; 2008 წელს გამოვიდა ბიბისის მიერ გამოშვებული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ადაპტირებული იყო [[ენდრიუ დევისი (მწერალი)|ენდრიუ დევისის მიერ, ხოლო რეჟისურა ჯონ ალექსანდერს ეკუთვნოდა.

სიუჟეტის შინაარსი

მისტერ დაშვუდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება - ნორლანდ პარკი - პირდაპირ გადავა შვილის ჯონის მფლობელობაში, ერთადერთი ვაჟის რომელიც მას პირველ ცოლთან ყავდა. მისის დაშვუდს (მისტერ დაშვუდის მეორე ცოლს) და მათ ქალიშვილებს ელინორს, მარიანას და მარგარეტს მცირე შემოსავალი ერგებათ.

სიკვდილის წინ მისტერ დაშვუდი ჯონს პირობას ჩამოართმევს რომ მან უნდა იზრუნოს თავის ნახევარ დებზე, მაგრამ ჯონის ეგოისტი და ხარბი ცოლი, ფანი, დააჯერებს თავის ქმარს რომ მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს და თავის დებს და მათ დედას უფულოდ დატოვებს. ჯონი და ფანი დაშვუდის სიკვდილის შემდეგ სასწრაფოდ გადავლენ ნორლანდში და თავიანთ ადგილს დაიკავებენ იქ, როგორც ახალი მფლობელები. დაშვუდის ქალებს მათივე სახლში როგორც არასასურველ სტუმრებს ისე მოექცევიან ეს კი აიძულებთ მათ ახალი ბინის მოძებნას, რაც არც თუ ისე ადვილია მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ფანის ძმა, ედვარდ ფერარსი, მომხიბვლელი, თავმდაბალი, ინტელიგენტი, მაგრამ გულჩათხრობილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვა ნორლანდში დის მოსანახულებლად. მას და ელიონორს ერთმანეთის მიმართ სიმპატიის გრძნობა გაუჩნდებათ და მისის დაშვუდი იმედს ამყარებს რომ ისინი დაქორწინდებიან. ფანი შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს ამ აზრის გამო და განაცხადებს რომ დედამის, მისის ფერარს, მდიდარ ქვრივს, თავისი შვილისთვის უნდა ჯერ კარიერის გაკეთება და შემდეგ რძლად ისეთი ქალი რომელიც იქნება მაღალი საზოგადოებიდან ან დიდი ქონების მფლობელი, ან ორივე ერთად. ამ ამბის შემდეგ მისის დაშვუდი სასწრაფოდ გადაწყვეტს ნორნალდის დატოვებას. მიუხედავად იმისა რომ ედვარდი ყურადღებას იჩენს ელინორის მიმართ, მისი თავშეკავებული ქცევა ელინორისთვის ძნელს ხდის გაიგოს თუ რა განზრახვა ამოძრავებს ედვარდს. ელინორი თავის ახლობლებს განუცხადებს რომ არ უნდა ქონდეთ მათ იმედი ამ ქორწინების, თუმცა იგი გულში მაინც იმედს იტოვებს.

მდიდარი სერ ჯონ მიდელტონი, მისის დეშვუდის ნათესავი, შესთავაზებს მას თავის კოტეჯს და მამულს ბარტონ პარკში და მისის დაშვუდი გადაწყვიტავს დათანხმდეს ამ შემოთავაზებას. ის და გოგონებს ახალი სახლი ნორლანდთან შედარებით პატარად და ბნელად მოეჩვენებათ, თუმცა შეეცდებიან რომ საუკეთესოდ გახადონ ის. სერ ჯონი მათ ძალიან თბილად მიიღებს და დაჟინებით მოთხოვს რომ მასთან და ცოლთან ერთად ყოველდღე ისაუზმონ ბარტონ პარკის დიდ სახლში და რომ შეუერთნენ მათ ოჯახს და სოციალურ ცხოვრებას. აგრეთვე სერ ჯონთან და მის უხალისო ცოლთან ერთად ცხოვრობს სიდედრი მისის ჯენინგსი, მდიდარი და ვულგარული ქვრივი, რომელიც ძალიან კეთილია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს და იგი გადაწყვეტს რომ დაშვუდის გოგოებს მოუძებნოს ქმრები.

სერ ჯონთან ვიზიტისას,დაშვუდები შეხვდებიან ძველ მეგობარს, დინჯ, წყნარ და ზრდილობიან კოლონელ ბრანდონს. მალე ნათელი გახდება რომ ბრანდონს მოწონს მარიანა და მისის ჯენინგსი მარიანას ხშირად უხსენებს მას. მარიანას არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ვერ წარმოუდგენია რომ იგი შეძლებს კოლონელ ბრანდონის, რომელიც უკვე 35 წლისაა, შეყვარებას.

 
19-ე საუკუნის ილუსტრაცია, სადაც ჩანს თუ როგორ აჭრის თმას ულოუგბი მარიანას

მარიანა, სეირნობისას წვიმაში მოყვება, დაცურდება და მყეს დაიჭიმავს. გულადი ჯონ უილოუგბი, რომელიც დეიდის, მისის სმიტის მოსანახულებლად იმყოფება იმ ადგილას, აღმოჩნდება ამ შემთხვევის დროს ახლო-მახლო. ის მარიანას სახლში წაიყვანს და მალევე მის კეთილ განწყობას მოიპოვებს, კარგი შესახედაობით, რომანტიული თვისებებით, პოეზიის, მუსიკის და ხელოვნების კარგი ცოდნით. უილოუგბი ბრანდონთან შედარებით სრულიად საპირისპირო პიროვნება აღმოჩნდება. ის ყოველ დღე დადის მარიანას მოსანახულებლად და ელინორი და მისის დაშვუდი იეჭვებენ რომ შეიძლება წყვილი საიდუმლოად იყოს დანიშნული. ელინორი შეშფოთებულია მარიანას უდარდელი ქცევით უილოუგბის თანდასწრებით და აფრთხილეს მას, მაგრამ მარიანა მას ყურს არ უგდებს. ერთხელაც უილოუგბი და მარიანა ერთად წავლენ იმ სახლის სანახავად, რომელიც უილოუგბის უნდა ერგოს ანდერძით. ელინორი ანერვიულებულია იმით რომ მარიანა მარტო უნდა წავიდეს იმ სახლის სანახავად, რომლის მფლობელიც არის მისის სმიტი, რომელსაც სრულიად არ იცნობს. მარიანა აღშფოთებულია ელინორის ჩარევის გამო; ელინორა ვარაუდობს (ასევე მარიანაც), რომ უილოუგბის მარიანა მიყავს იმ სახლის საჩვენებლად სადაც წესით ქორწილის შემდეგ უნდა იცხოვრონ. მეორე დრეს უილოუგბთან ვიზიტის შემდეგ მარიანას, მისის დაშვუდი და ელინორი ისტერიკაში ჩავარდნილს აღმოაჩენენ; უილოუგბმა მას განუცხადა რომ დეიდამისი ლონდონში აგზავნის ბიზენსზე და ვერ მოახერხებს აქ დაბრუნებას 1 წლის განმავლობაში. ის უარყოფს დაშვუდების წინადადებას მათთან დარჩენაზე და სასწრაფოდ გაემგზავრება. მარიანა დეპრესიაში ჩავარდება და დარდს მუსიკის მეშვეობით იქარწყლებს და იმ წიგნების დახმარებით რომელსაც უილოუგბი და მარიანა ერთად კითხულობდნენ.

ედვარდ ფერარსი ცოტა ხნით ესტუმრება დაშვუდებს ბარტონის კოტეჯში, მაგრამ სევდიანად და უხასიათოდ იქნება. ელინორი შიშობს რომ ედვარდს მის მიმართ აღარ გააჩნია გრძნობები. თუმცა მარიანასგან განსხვავებით არ იმჩნევს მწუხარებას, გრძნობს რომ მისი მოვალოებაა გარეგნულად არაფერი შეიტყოს დედისა და დის გამო, რომელთაც გონიათ რომ ედვარდს ელინორი უყვარს.

ანა და ლუსი სტილი, ლედი მიდელტონის ვულგარული და გაუნათლებელი ნათესავები, ჩამოდიან ბარტონ პარკში დასარჩენად. სერ ჯონი ლუსის მიანიშნებს რომ ელინორს ედვარდი მოსწონს, რათა მან ელინორს უთხრას მასსა და ედვარდს შორის 4 წლიანი დანიშვნის შესახებ. ელინორი ედვარდს ადანაშაულებს იმაში რომ მან უფლება მისცა ელინორს იგი მოსწონებდა, მაშინ როდესაც ის დანიშნული იყო. ის ხვდება რომ ედვარდი მაშინ დაინიშნა ლუსიზე როცა ის ახალგაზრდა და მიამიტი იყო და ალბათ ეს მისი შეცდომა იყო. ელინორი ფიქრობს და იმედოვნებს რომ ედვარდს ლუსი არ უყვარს, მაგრამ არ უნდა მან ლუსის გული გაუტეხოს და ჩაშალოს მათი ნიშნობა. ელინორი ცდილობს რომ დამალოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და ლუსის არწმუნებს, რომ იგი არაფერს გრძნობს ედვარდის მიმართ. ეს ცოტა სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ელინორი ხვდება, რომ ლუსის შეიძლება ედვარდი გულწრფელად არ უყვარდეს და მას ბედნიერად ვერ გახდის. ლუსი ელინორს ეტყვის რომ მისის ფერარსი უეჭველად არ დაეთანხმება მათ შეუღლებას და ისინი გეგმავენ მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინებას, ან მანამდე თუ ედვარდი იპოვის გზას რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს დედამისისს გარეშე.

ელინორი და მარიანა ზამთარს მისის ჯენინგის სახლში, ლონდონში გაატარებენ. მარიანა წერილებს წერს უილოუგბის და არწმუნებს ელინორს რომ ისინი დანიშნულები არიან, რადგან მხოლოდ დანიშნული წყვილი ურთიერთობს ასე. თუმცა მარიანას წერილები უპასუხოდ რჩება და ამასთანავე ერთ-ერთი წვეულების დროს, უილოუგბი მას გვერდზე ცივად ჩაუვლის. მოგვიანებით ის მიწერს მარიანას, რომ დანიშნული არის მის გრეიზე, მდიდარ ქალზე შემოსავლით 50,000 ევრო (დაახლოებით 1.7 მილიონი ევრო დღევანდელი კურსის მიხედვით)[1]. მარიანა განადგურებულია და ელინორს წინაშე აღიარებს, რომ ის და უილოუგბი არასდროს იყნვენ დანიშნულები, მაგრამ მას ის უყვარს და ასევე სჯეროდა რომ უილოუგბისაც უყვარდა იგი.

ამასობაში სიმართლე გაირკვევა უილოუგბის შესახებ; კოლონელ ბრანდონი ელინორს ეტყვის, რომ ულიოუგბიმ ბრანდონის აღსაზრდელი შეაცდინა, თხუთმეტი წლის ელიზა უილიამსი და მიატოვა მაშინ როცა ის ფეხმძიმედ იყო. ბრანდონი ადრე შეყვარებული იყო მის უილიამსის დედაზე, ქალზე რომელიც გავდა მარიანას და რომლის ცხოვრებაც დაინგრა უიღბლო ქორწინების გამო.

ფანი დაშვუდი, რომელიც აგრეთვე ლონდონში იმყოფება, უარყოფს ქმრის წინადადებას, რომელიც სთავაზობს დაშვუდების გოგოების მოწვევას. ამის მაგივრად, ის დაპატიჟებს მისის სტილს. ლუსი სტილი ტრაბახს დაიწყებს ელინორთან, რომ ფანის დედა, მისის ფერარსი მას ფავორიტად მიიჩნევს. მართლაც რომ ფანის და მისის ფერარს ძალიან მოეწონებათ ლუსი, ხოლო ამის შემხედვარე მის ანა სტილი გადაწყვიტავს გაამხილოს ლუსის და ედვარდის ნიშნობის ამბავი. როდესაც მისის ფერარსი გაიგებს ედვარდის და ლუსის დანიშნვის ამბავს, ის გაბრაზდებია და გააგდებს მის სტილს ქუჩაში. მისის ფერარსი მოთხოვს ედვარდს ნიშნობის ჩაშლას, თუ არადა ის დაკარგავს მემკვიდრეობას. ედვარდი, რომელსაც ჯერა რომ ნიშნობის ჩაშლა ლუსისადმი უპატივცემულობა იქნება, უარს ამბობს ამ წინადადებაზე და მისი მემკვიდრეობა მის ძმას რობერტს გადაეცემა. ელინორი და მარიანა წუხარ ედვარდის გამო და თვლიან რომ მან კეთილშობილი საქმე გააკეთა და დარჩა კვლავ დანიშნული იმ ადამიანზე რომელიც მას არ უყვარდა.

სქოლიო

  1. The National Archives "Take a Break: Currency Converter". http://www.nationalarchives.gov.uk/currency/default0.asp