სამნიტური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
 
ამ წელს სამნიტების წინააღმდეგ ომისთვის დანიშნეს დიქტატორი [[ლუციუს პაპრიუს კურსორი]], რომლის მხედართა მეთაურად [[კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი]] დაინიშნა. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი შპიონთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.
 
რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მიდი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს მოუწია სასწრაფოდ რომში დაბრუნება. ეს ბრძოლა კინარამ სიცოცხლის ფასად დაუჯა მას, მაგრამ მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს სასამართლოს მოგება და იგი გაამართლეს.
 
==მესამე სამნიტური ომი ([[ძვ. წ. 298]] - [[ძვ. წ. 290]])==