მოლუსკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: br:Blotvil
No edit summary
ხაზი 1:
თავფეხიანები
{{ტაქსოდაფა *
| სახელი =მოლუსკები
| სურათის ფაილი =Nautilus shell.jpg
| სურათის წარწერა =Nautilus
| სურათის აღწერა =Nautilus
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =[[მოლუსკები]]
| ლათ =Mollusca
| არეალის რუკა =
| ვიკისახეობები =Mollusca
| commons = Mollusca
}}
'''მოლუსკები''' (Mollusca) ([[ლათ.]] molluscus — რბილი), ''რბილტანიანები'', [[უხერხემლოები|უხერხემლო]] [[ცხოველები]]ს ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავსელობა ბინადრობს [[ოკეანე]]ში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია [[საქართველო]] (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).
 
მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: [[მუცელფეხიანები]], [[ჯავშნიანები]], [[მონოპლაკოფორები]], [[ღარმუცლიანები]], [[ორსაგდულიანები]], [[ნიჩაბფეხიანები]], [[თავფეხიანები]]. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული [[ნიჟარა]]შია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არა აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.
 
ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების [[ნერვული სისტემა]] გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.
 
მოლუსკების წარმოშობაში ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა — [[ხამანწკები]], [[მიტილუსები]], [[სავარცხლურები]] და სხვანი გამოიყენება საკვებად. საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებგელია, მათ ხელოვნურად აშენებენ. ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. [[გემის ჭია]]ც, რომელიც ხვრეტს [[გემი]]სა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.
 
==ლიტერატურა==
* ''ლეჟავა გ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 85, თბ., 1984
 
[[კატეგორია:მოლუსკები|*]]
 
 
[[ar:رخويات]]
თავფეხიანები უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, თავის ტვინი, გრძნობის ორგანოები. თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ — რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჟარა აქვს მხოლოდ ნაუტილუსს. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.
[[bg:Мекотели]]
თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები რეწვის ობიექტია.
[[br:Blotvil]]
თანამედროვე ფაუნაში თავფეხიანების 600-მდე სახეობა 2 ქვეკლასშია გაერთიანებული: ოთხლაყუჩიანები , რომელთაც მხოლოდ ნაუტილუსი და, შესაძლებელია, ამომწყდარი თავფეხიანების — ამონიტების დიდი ჯგუფი მიეკუთვნება და ორlayuCianebs, რომელთაც სიპინი, კალმარი, რვაფეხა, აგრეთვე ამომწყდარი ჯგუფი — ბელემნიტები — ეკუთვნის.
[[bs:Mekušci]]
უძველესი თავფეხიანების ნამარხები ცნობილია კამბრიული ნალექებიდან. ფართო გავრცელების, სახეობათა სიმრავლისა და მათი სწრაფი ცვლის გამო თავფეხიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფია პალეოზოური და მეზოზოური შრეების სტრატიგრაფიისათვის.
[[ca:Mol·lusc]]
 
[[cs:Měkkýši]]
 
[[cy:Molwsg]]
 
[[da:Bløddyr]]
 
[[de:Weichtiere]]
 
[[el:Μαλάκια]]
 
[[en:Mollusca]]
მუცელფეხიანები
[[eo:Molusko]]
მუცელფეხიანები უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მუცელფეხიანების სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული, სასუნთქი პრგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. ნიჟარა სხვადასხვა ფორმისაა.
[[es:Mollusca]]
საქართველოში გავრცელებული მუცელფეხიანების ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არა აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს, იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია — წინაგული და პარკუჭი (იშვიათად წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად ორი, თირკმელი, რომლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული ადგილებისა. გვცვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე.
[[et:Limused]]
მუცელფეხიანების კლასი შეიცავს 85.000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვეკლასში: წინალაყუჩებიანები,უკანალაყუჩებიანები, ფილტვიანები. საკმაოდ მდიდარია ცხოველთა ამ ჯგუფით საქართველო, აქ მარტო ხმელეთის მუცელფეხიანების 230-ზე მეტი სახეობა გვხვდება.
[[eu:Mollusca]]
წინალაყუჩებიანების ქვეკლასში გაერთიანებული სახეობების უმეტესობა გაყოფილსქესიანია, ფილტვიანები — ორსქესიანი. მუცელფეხიანების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება, არიან ცოცხლადმშობნიც. ზოგი მუცელფეხიანები ფიტოფაგია, ზოგი პოლიფაგი (არიან მტაცებლებიც და პარაზიტებიც).
[[fa:نرم‌تنان]]
მუცელფეხიანების ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია და ხელს უწყობს შენაური ცხოველების სხვადასხვა დაავადების გავრცელებას, ზოგი სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და კულტურული ნაგრავების სერიოზული მავნებელია. მუცელფეხიანების ნიჟარები წარმოადგენენ სახელმძღვანელო ნამარხებს გეოლოგიური ერების დადგენისათვის. მუცელფეხიანების ზოგი სახეობის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიან საკვებად ითვლება. ზოგი მარგალიტის მკეთებელია. საქართველოში გავრცელებული Helicella derbentina-ს ნიჟარის ფხვნილით ზოგიერთ მეფრინველეობის ფერმაშიფრინველებს კვებავენ.
[[fi:Nilviäiset]]
Oorsadgulianebi
[[fr:Mollusca]]
ორსაგდულიანები , უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მათი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშიამოთავსებული. ნიჟარის სიგრძე რამდენიმე მმ-დან 1,5 მ აღწევს, შედგება 3 (რქოვანი, ფაიგურისა და სადაფის) შრისაგან. მათი სხეული მანტითაა დაფარული. სხეულსა და მანტიას შორის არის მანტიის ღრუ, მუცლის მხარეზე — კუნთოვანი ფეხი. თავი არა აქვთ. სუნთქავენ ლაყუჩებით. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, რომელიც საყლაპავ მილში გადადის, ეს უკანასკნელი კი — კუჭში. კუჭიდან იწყება ნაწლავი, რომელიც ანალური ხვრელით იხსნება გამომყვან სიფონთან. ორსაგდულიანები იკვებებიან პლანქტონით. ახასიათებთ ღია მიმოქცევა. ზურგის მხარეზე აქვთ სამსაკნიანი გული. გამომყოფი ორგანოა წყვილი თირკმელი. ორსაგდულიანების უმრავლესობა ცალსქესიანია, ახასიათებთ გარეგანი განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხებიდან გლოქიდიები იჩეკება. ნერვული სისტემა შედგება თავის, ტანისა და ფეხის ნერვული კვანძებისაგან. აქვთ აგრეთვე წონასწორობის ორგანო — სტატოცისტები და ქიმიური გრძნობის ორგანო — ოსფრადიები. ზოგ სახეობას მანტიის გვერდებზე თვალები აქვთ განვითარებული. კლასში 15 ათასი სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ და ზღვის წყლებში.
[[gl:Molusco]]
საქართველოს მტკნარ წყლებში ორსაგდულიანებიდან საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული უკბილო ორსაგდულიანები; ორსაგდულიანების ზოგ სახეობას . საკვებად იყენებენ. ზოგი უკბილო მარგალიტის მწარმოებელია, მისი ნიჟარისაგან ამზადებენ სადაფის ღილებს და სხვა ნივთებს; ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს. ასეთია, მაგ., გემის ჭია, რომელიც აზიანებს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს.
[[he:רכיכות]]
[[hr:Mekušci]]
[[hu:Puhatestűek]]
[[ia:Mollusco]]
[[id:Moluska]]
[[io:Molusko]]
[[is:Lindýr]]
[[it:Mollusca]]
[[ja:軟体動物]]
[[ko:연체동물]]
[[la:Mollusca]]
[[lb:Weechdéieren]]
[[lt:Moliuskai]]
[[lv:Moluski]]
[[mk:Мекотели]]
[[ms:Moluska]]
[[nl:Weekdieren]]
[[nn:Blautdyr]]
[[no:Bløtdyr]]
[[oc:Mollusca]]
[[pl:Mięczaki]]
[[pt:Moluscos]]
[[qu:Llamp'u uywa]]
[[ro:Moluscă]]
[[ru:Моллюски]]
[[simple:Mollusc]]
[[sk:Mäkkýše]]
[[sl:Mehkužci]]
[[sr:Мекушци]]
[[sv:Blötdjur]]
[[ta:மெல்லுடலி]]
[[te:మొలస్కా]]
[[th:มอลลัสกา]]
[[tr:Yumuşakçalar]]
[[uk:Молюски]]
[[vi:Động vật thân mềm]]
[[zh:软体动物]]
[[zh-min-nan:Nńg-thé tōng-bu̍t]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოლუსკები“-დან