ლინდონ ჯონსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pnb:لنڈن بی جانسن
დამატება
ხაზი 53:
}}
 
'''ლინდონ ბეინს ჯონსონი''' ([[ინგლ.]] Lyndon Baines Johnson; დ. [[27 აგვისტო]], [[1908]] – გ. [[22 იანვარი]], [[1973]]) — აშშ-ის 36-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] (1963–1969) [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატიული პარტიიდან]]. [[ჯონ ფიცჯერალდ კენედი|ჯონ კენედი]]ს პრეზიდენტობის დროს [[1961]]-[[1963]] წლებში იყო [[აშშ]]-ის [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|ვიცე-პრეზიდენტი]] იყო.
 
ჯონსონი პრეზიდენტობამდე [[აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა|აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის]] (1937–1949) და [[აშშ-ის სენატი|სენატის]] (1949–1961) წევრი იყო [[ტეხასი]]დან. სენატში მოღვაწეობის დროს იგი ორი წელი უმცირესობის და ექვსი წელი უმრავლესობის ლიდერი იყო. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1960)|1960 წლის]] საპრეზიდენტო არჩევნებში მან წარუმატებლად ცადა დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება. ამის შემდეგ [[ჯონ კენედი]]მ მას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯონსონი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
 
1963 წელს პრეზიდენტი კენედი მოკლეს. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის თანამდებობა ჯონსონმა დაიკავა. კენედის ვადის დასრულების შემდეგ მან [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1964)|1964 წლის არჩევნებში]] დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჯონსონის ინიციატივით შეიქმნა პროგრამა „[[დიდი საზოგადოება]]“, რისი მიხედვითაც სიღარიბე და რასობრივი უსამართლობა უნდა დაძლეულიყო. მისი პრეზიდენტობისას სამოქალაქო უფლებების აქტით აიკრძალა [[რასობრივი სეგრეგაცია]], დამტკიცდა სახელმწიფო დაზღვევის (Medicare) და გაჭირვებულ ოჯახთა ჯანმრთელობის დაცვის (Medicaid) პროგრამები, გატარდა განათლების რეფორმა და მიღებულ იქნა ზომები გარემოს დაბინძურებისგან დასაცავად. ჯონსონის პრეზიდენტობის მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა [[ვიეტნამის ომი]] იყო. მისმა პოლიტიკამ ომის ესკალაცია მოახდინა, რამაც მისი როგორც პრეზიდენტის რეპუტაცია ძალიან დააზარალა. ჯონსონმა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა 1965 წელს დაიწყო, რაც შემდეგი 7 წელი, [[რიჩარდ ნიქსონი|ნიქსონის]] პრეზიდენტობის პირველი წლების ჩათვლით, გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში ჯარის რიცხოვნობა 20 ათასიდან 550 ათასამდე გაზარდა, რასაც გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდა მოყვა. დაბალი რეიტინგის გამო მან [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1968)|1968 წლის არჩევნებში]] მონაწილეობაზე უარი თქვა. ჯონსონი 1973 წელს, 64 წლის ასაკში, [[გულის შეტევა|გულის შეტევით]] გარდაიცვალა.
 
{{Commons|Lyndon B. Johnson|ლინდონ ჯონსონი}}
Line 65 ⟶ 69:
[[კატეგორია:აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:აშშ-ის სენატორები]]
[[კატეგორია:აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1908]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1973]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლინდონ_ჯონსონი“-დან