ფრანსისკო ფრანკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
'''ფრანსისკო ფრანკო''' ({{lang-es|''Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde''}}) ([[4 დეკემბერი]], [[1892]], [[ელ-ფეროლი]], [[გალისია]] — [[20 ნოემბერი]], 1975, [[მადრიდი]]) საყოველთაოდ ცნობილია როგორც ფრანსისკო ფრანკო, რომელიც იყო ესპანეთის [[გენერალი]] და [[დიქტატორი]] 1936 წლის ოქტომბრიდან , და ესპანეთის ნომინალურად აღდგენილი [[ესპანეთის სამეფო|სამეფოს]] დე ფაქტო [[რეგენტი]] 1947 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მისი იდეოლოგია ფოკუსრდებოდა [[ესპანური ნაციონალიზმი|ესპანურ ნაციონალიზმზე]], [[კათოლიციზმი|კათოლიციზმზე]], [[ანტიკომუნიზმი|ანტიკომუნიზმზე]], მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.<ref>Hakim, Joy (1995). A History of Us: War, Peace and all that Jazz. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-509514-6</ref>
 
ფრანკომ განვლო სახელოვანი სამხედრო კარიერა და მიაღწია გენერლის წოდებას.ის იბრძოდა მაროკოში და ჩაახშო 1934 წლის გამოსვლა რათა დაეცვა რესპუბლიკური მთავრობის სტაბილურობა.1936 წლის თებერვალს, მემარცხენე იდეოლოგიის [[ესპანეთის სახალხო ფრონტი|სახალხო ფრონტმა]] გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა.არჩევნებს მოჰყვა არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. მემარცხენე ძალების მიერ გატარებულმა ძალადობრივმა [[ანტიკლერიკანიზმი|ანტიკლერიკულმა]] პოლიტიკამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამავდროულად მთავრობამ დაკარგა ნდობა როგორც მის მხარდამჭერ მემარცხენე ძალებში ასევე სამხედრო წრეებში.1936 წლის ივლისში, მთავარი ოპოზიციური ლიდერის [[ხოსე კალვო სოტელოს]] მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც. გადატრიალება ჩაიშალა და გადაიზარდა ხანგრძლივ [[ესპანეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]] სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი რომელმაც გასტანა 1978 წლამდე, როდესაც ახალი კონსტიტუცია შემუშავდა.[[მეორე მსოფლიო ომი]]ს განმავლობაში ფრანკომ ოფიციალურად შეინარჩუნა არამეომარი მხარის პოლიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა დათანხმდა ნება დაერთო ესპანელი მოხალისეებისთვის მიეღოთ მონაწილეობა [[კომუნიზმი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგზავნა [[ცისფერი დივიზია]].
 
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით. მიმდინარეობდა სისტემატიური ჩახშობა დისიდენტური ხედვების ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით,<ref>Sinova, J. La censura de prensa durante el franquismo/ The Media Censorship During Franco Regime. Random House Mondadori. ISBN 848346134X.</ref> <ref>Lázaro, A. James Joyce's encounters with Spanish censorship, 1939-1966. Joyce Studies Annual, 1 Jan, 2001.</ref> წამების ინსტიტუციონალიზებით, <ref>casanova, J. "Setenta años de la victoria de Franco" http://www.elpais.com/articulo/opinion/Setenta/anos/victoria/Franco/elpepuopi/20090329elpepiopi_5/Tes</ref> იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით <ref>Rodrigo, J. "Cautivos: Campos de concentración en la España franquista, 1936-1947", Editorial Crítica.</ref> და სხვა სასტიკი ხერხებით. ცივი ომის პერიოდში [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულმა შტატებმა]] დაამყარა დიპლომატიური კავშირი ესპანეთთან, ფრანკოს ანტიკომუნისტური იდელოგიის გათვალისწინებით. ამერიკის პრეზიდენტმა [[რიჩარდ ნიქსონი|რიჩარდ ნიქსონმა]] ადღეგრძელა ფრანსისკო ფრანკო მადრიდში გამართულ სადილზე <ref>http://www.presidency.ucsb.edu/ws/index.php?pid=2693</ref>, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგმომ განაცხადა: "გენერალი ფრანკო იყო ამერიკის ერთგული მეგობარი და მოკავშირე". <ref>New York Times. "Nixon Asserts Franco Won Respect for Spain." November 21, 1975, Friday, page 16.</ref> მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთმა თანდათანობით დაიწყო დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა. დღევანდელ დღეს, წინა-კონსტიტუციური სიმბოლოები აკრძალულია ესპანეთის კანონმდებლობის მიერ.