არნულფ კარინტიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg:Арнулф Кернтенски
ბოტის შეცვლა: la:Arnulphus (imperator); cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Die deutschen Kaiser Arnulph.jpg|thumb|არნულფი]]
'''არნულფ კერნტენი''' ([[სლოვ.]] Arnulf Koroški, [[გერმ.]] Arnulf von Kärnten) ([[850]] - [[8 დეკემბერი]] [[899]]) [[კაროლინგები]]ს გვარიდან. [[გერმანია|გერმანიის]] მეფე [[887]] - 899 წლებში, [[იტალია|იტალიის]] მეფე [[896]] - 899 წლებში, [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორი [[887]] - 899 წლებში. [[შარლომანი]]ს ვაჟი.
 
== ბიოგრაფია ==
=== გამეფებამდე ===
[[880]] წელს, მამის სიკვდილის შემდეგ არნულფმა მიიღო საჰერცოგო [[კარინტია]]. 887 წელს, როდესაც ცხადი იყო, რომ [[კარლ III (ოსტფრანკონია)|კარლ III სქელი]] ვერ ართმევს მმართვას თავს, ბევრი გერმანელი დიდებული იმ აზრამდე მივიდა, რომ სახელმწიფოს სათავეში მისი ძმისშვილი დაეყენებინათ. არნულფი განთქმული იყო როგორც მამაცი მეომარი, იგი წარმატებით ებრძოდა [[მორავია|მორავიელ]] [[სლავები|სლავებს]]. 887 წლის [[შემოდგომა]]ზე მან შეკრიბა [[ბავარიელები]] და სლავები და დასავლეთისკენ დაიძრა. [[ფრანკონები|ფრანკონებმა]] და [[საქსონები|საქსონებმა]] მას დაუჭირეს მხარი. შემდეგ მას [[ტიურინგები]]ც შეუერთდნენ. კარლის მხარდასაჭერად იარაღი ხელში [[ალემანები|ალემანებმაც]] კი არ აიღეს. დეკემბერში გერმანელი დიდებულები შეიკრიბნენ [[ფორხგეიმი|ფორხგეიმში]] და ერთხმად მეფედ აირჩიეს არნულფი. ამის შემდეგ კარლმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და მეტოქეს თავისი ვაჟი გაუგზავნა, იმედით რომ ის მასზე იზრუნებდა.
 
=== გერმანიაში გამეფება ===
მიუხედავად ამ წარმატებებისა, არნულფი რთულ მდგომარეობაში იყო. იმპერატორის ხელისუფლება წლიდან წლამდე სუსტდებოდა. ვასალი მეფეები ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ თავისი საზღვრების გასაზრდელად. აღმოსავლეთ საზღვარზე სლავური ტომები თარეშობდნენ. განსაკუთრებით საშიში იყო გერმანელთა ძველი მტერი, მორავიელი დიდებული [[სვიატოპლუკი]]. [[ნინდერლანდები|ნინდერლანდებში]] [[ნორმანები]] თარეშობდნენ. [[ალემანია]]ში დამკვიდრდა [[ბერნგარდი]], კარლ სქელის უკანონო შვილი. [[იტალია]] ფაქტიურად ჩამოშორდა იმპერიას და რამდენიმე ადგილობრივი მეფე იბრძოდა ძალაუფლებისთვის.
 
ამ მძიმე მდგომარეობაში, არნულფმა თავი გამოაჩინა, როგორც [[ლუდვიგ გერმანელი]]ს ღირსეულმა შთამომავალმა. იგი მორავიის საზღვარზე იდგა, სვიატოპულკთან საომრად ემზადებოდა, როდესაც შეიტყო, რომ ნინდერლანდებში გაგზავნილ ჯარს ნორმანებმა ალყა შემოარტყეს და სასტიკად დაამარცხეს. არნულფმა დატოვა ბავარიული რაზმი აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად და გაემართა ქვემო [[რეინი]]სკენ. ნორმანები მას გამაგრებულ ადგილას ელოდებოდნენ, მდინარე [[დეილა]]სთან, [[ლუვენი]]ს მახლობლად. არნულფი ჩამოქვეითდა და მოუწოდა რაინდებს ქვეითად ებრძოლათ. [[891]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] ცხარე ბრძოლის შემდეგ ნორმანთა ბანაკი აიღეს, ხოლო ნორმანები გაანადგურეს.
 
=== ლაშქრობები ===
[[893]] წელს არნულფმა დაიწყო სვიატოპულკის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის მზადება. ივლისში იგი მორავიაში შევიდა, ბავარიული, ფრანკონული და ალემანური რაზმებით. მიუხედავად დიდი ძალებისა, ლაშქრობა უშედეგოდ დამთავრდა, არნულფმა ვერ აიღო სვიატოპულკის სიმაგრეები და უკან დაბრუნდა დიდი დანაკარგებით. შემდეგ წელს სვიატოპუკლი გარდაიცვალა, მისი სამეფო დაიშალა და მემკვიდრეები [[უნგრეთი|უნგრეთთან]] ომში გაებნენ. ვინაიდან ამ მხრიდან საშიშროება აღარ იყო, არნულფმა ყურადღება იტალიაზე გადაიტანა. [[ალპები|ალპებზე]] წარმატებით გადასვლის შემდეგ, მან აიღო [[ბერგამო]] და ბრძანა გარნიზონის უფროსის ჩამოხჩობა. ამით შეშინებულმა [[მილანი|მილანმა]] და [[პავია]]მ იმპერატორს კარიბჭე გაუღეს. ბევრმა დიდებულმა თავი მის ვასალად სცნო. არნულფს [[რომი|რომზეც]] სურდა გალაშქრება, მაგრამ გერმანელებმა უარი თქვეს, რადგან მობილიზაციის კანონიერი ვადა გავიდა. არნულფი გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყო.
 
[[895]] წელს იმპერატორმა მეორეთ დაიკავა ჩრდილო იტალია. როდესაც იგი [[ლუკა]]ში [[შობა]]ს აღნიშნავდა, მან მიიღო ცნობა, რომ, ჰერცოგმა [[სპოლეტო ლამბერტი|სპოლეტო ლამბერტი]] რომი აიღო და [[რომის პაპი|პაპი]] წმ. ანგელოზის ციხეშია გამოკეტილი. არნულფი რომისკენ გაეშურა, რომლის კარიბჭეც დაკეტილი დახვდა. მეტოქეებმა დაცინვით უარი უთხრეს დანებებაზე. მაშინ არნულფმა შტურმით აიღო ქალაქი. ლამბერტის ბევრ მომხრეს მეფემ თავი მოკვეთა, ხოლო ხალხს მისთვის ერთგულება დააფიცებინა. პაპი მას [[წმინდა პეტრეს ტაძარი|წმინდა პეტრეს ტაძრის]] კიბეებზე შეეგება და [[896]] წლის აპრილში თავზე იმპერატორის გვირგვინი დაადგა. არნულფმა რომში ორი კვირა გაჰყო, შემდეგ კი სპოლეტოზე გაილაშქრა. [[ფერმოზი|ფერმოზში]] მან ალყა შემოარტყა ლამბერტის დედას ანგილტრუდას. წერენ, რომ მან მოისყიდა იმპერატორთან მიახლოვებული პირი, რომელმაც იმპერატორს ნელა მოქმედი საწამლავი მისცა. არნულფი ავად გახდა და მოუწია ალყის მოხსნა. გერმანელების იტალიიდან დახევა გაქცევის მაგვარი იყო. ლამბერტი მათ ფეხდაფეხ მოყვებოდა და ხსნიდა იმპერატორის მიერ დანიშნულ ხალხს. არნულფი მას ხელს ვეღარ უშლიდა, რადგან უფრო და უფრო ავად ხდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს ღალატში დასდო ბრალი, მაგრამ [[რეგენსბურგი]]ს თათბირმა [[899]] წელს იგი გაამართლა. ცოტა ხანში არნულფი გარდაიცვალა.
== წყაროები ==
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
{{საღვთო რომის იმპერატორები}}
[[კატეგორია:საღვთო რომის იმპერატორები]]
ხაზი 41:
[[ja:アルヌルフ (東フランク王)]]
[[ko:아르눌프]]
[[la:Arnulphus Carintiae(imperator)]]
[[nl:Arnulf van Karinthië]]
[[no:Arnulf av Det tysk-romerske rike]]