ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
== IV დინასტიის ეგვიპტე ==
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველაზე ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–[[ხეფრენი|ხეფრენის]] (ეგვ. ხაფრა), [[მიკერინი|მიკერინის]] (მენკაურა), და [[ხეოფსი|ხეოფსის]] (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პირამიდების შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს [[სინაის ნახევარკუნძული|სინაის]] მაღაროებს, საიდანაც მოედინება[[ სპილენძი]] და [[ფირუზი]]. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, [[ნუბია|ნუბიაში]], რომელიც აგრეთვე მრავალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.
 
 
== V დინასტიის ეგვიპტე ==
V დინასტიის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ე.წ.[[ ვესტკარის პაპირუსი]], რომელიც შუა სამეფოს ხანით თარიღდება. აქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, ფარაონ ხეოფსს მისი დროის ყველაზე ცნობილმა ბრძენმა მოუთხრო, რომ მზის ღმერთის, [[რა|რას]] ერთ–ერთი ქურუმის მეუღლე გააჩენს მზის ღვთაებისაგან სამ ტყუპს, რომელთაგან ერთ–ერთი ფარაონი გახდება. აღელვებულ ფარაონს ბრძენი დაამშვიდებს:„შენ წყნარად დაასრულებ მეფობას. შემდეგ ტახტზე ავა შენი შვილი, შემდეგ მისი შვილი, ხოლო შემდეგ მისი ტყუპისცალი“.სავარაუდოა, რომ IV–V დინასტიებს შორის დინასტიური ცვლილება უზურპაციის გზით არ მომხდარა.
V დინასტიის დროს ხდება რას კულტის აღზევება. V დინასტიის პირამიდები მცირდება ზომაში, მაგრამ ისინი აგებენ ობელისკის ფორმის საკულტო ნაგებობებს, რომლებსაც რას უძღვნიან–ტრადიცია, რომელიც ქრება შემდეგი დინასტიიდან. ამავე დინასტიიდან ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება „რას შვილი“. ამიერიდან ეგვიპტის ფარაონი ხდება „ხორი, რას შვილი“, ხოლო რა იმკვიდრებს ცენტრალურ ადგილს ეგვიპტის პანთეონში.
რელიგიური ცვლილებების გარდა, შეიმჩნევა ცვლილებები ყოვედღიურ ცხოვრებაშიც. V დინასტიიდან უმაღლესი თანამდებობები ხშირად უკავიათ არასამეფო წარმოშობის პირებსაც. თუ IV დინასტიის დროს უზენაესი ნების მატარებელი ფარაონი იყო, თანდათან ძალაუფლებას მოხელეების უმაღლესი ფენა იგდებს ხელში. ძველი თანამდებობები, რომლებიც არისტოკრატიას ეკავა, კარგავს საერო ხასიათს და ძირითადად რელიგიური ხასიათისა ხდება.
 
== VI დინასტიის ეგვიპტე ==
VI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო [[პეპი II]], რომელიც ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და 94 წელიწადს იმეფა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მისი მეფობის პირველი ნახევრის წარწერები შემოინახა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის. ფარაონის ძალაუფლება უკვე შერყეულია. განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები თავიანთ ნომებში პირველობასა და ბატონობას ჩემობენ. ამ პერიოდის მდგომარეობა კარგად არის აღწერილი ერთ–ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის ანხტიფის სამარხის წარწერებში: ქვეყანაში დიდგვაროვანი ნომარქები ბატონობენ; ფარაონის მიწებზე მომუშავე გლეხებმა დაიტაცეს მიწების უმრავლესობა და აღარ უნდათ მორჩილება: ეტყობა, მწყობრიდან გამოვიდა საირიგაციო სისტემა, რადგან ქვეყანაში დაიწყო შიმშილი. მხოლოდ ზოგიერთი დიდი ტაძრის მეურნეობა ინარჩუნებს წესრიგს. თუმცა თავად ანხტიფი ჯერ კიდევ პატივისცემით იხსენიებს ფარაონს. პეპი II-ის შემდეგ [[ტორინოს პაპირუსი]] ასახელებს
 
რამდენიმე ეფემერული ფარაონის სახელს, რომლებიც საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. პეპი II-ს მეფობასთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ეპოქა, რომელმაც ხუთ საუკუნეს გასტანა. პეპი II-ის სიკვდილდან 5–6 წლის შემდეგ ქვეყანა დაიშალა ცალკეულ სამთავროებად.
== ლიტერატურა ==
*ძველი აღმოსავლეთის ისტორია,(გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988