მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ja:マルクス・ポルキウス・カト・ウティケンシス; cosmetic changes
ხაზი 1:
[[Imageფაილი:Marcus Porcius Cato.jpg|right|250px|thumb|კატონის ქანდაკება. [[ლუვრი]]ს მუზეუმი. კატონი სიკვდილის წინ [[პლატონი]]ს [[ფედონი]]ს ცნობილ დიალოგს კითხულობს [[სოკრატე]]ს სიკვდილზე.]]
 
'''მარკუს პორციუს კატონი''' (დ. [[ძვ. წ. 95]], რომი გ. [[ძვ. წ. 46]], უტიკა [[კართაგენი|კართაგენთან]] ახლანდელი [[ტუნისი]]), რომაელი [[სახელმწიფო]] მოღვაწე და ორატორი.
 
 
მარკუს პორციუს კატონი დაიბადა ძვ. წ. 95 წარჩინებული რომაული გვარის - პორციუს კატონის ოჯახში. მისი დიდი ბაბუა გახლდათ [[მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)]]. კატონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი სიდინჯით და აუმღრევლობით. ნებისმიერ ვნებათგან დაუძლეველი, მტკიცე და შუპოვარი [[ხასიათი]]ს მქონე კატონი ადრეული რესპუბლიკის პრინციპთა უდიდეს დამცველად მოევლინა რომს. კატონი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს [[სახელმწიფო]]ში, სადაც ცნობილი იყო როგორც უაღრესად ღირსეული და არაკორუმპირებული ადამიანი. [[პლუტარქე]]ს სიტყვებით ''ის იყო უხეში მლიქვნელთადმი და შეუპოვარი მტრებისადმი; ძალზედ თავდაჭერილი პიროვნება; მისი გაცინება არ იყო ადვილი საქმე; ძალზედ ძნელი იყო, აგრეთვე, მისი განრისხება, მაგრამ უკვე განრისხებულის დაწყნარება კი, არა ნაკლებ რთული...'' კატონმა, ჩვეულებისამებრ გაიარა [[სამხედრო სამსახური]]: ძვ. წ 67-დან [[მაკედონია]]ში ტრიბუნად მსახურობდა. ძვ. წ. 65 იგი აირჩიეს კვესტორად. [[არმია]]ში მსახურობის შემდგომ კატონმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ძვ. წ. 54 კატონი [[პრეტორი]]ს მოვალეობას ასრულებდა.
 
== კატილინას შეთქმულება ==
 
კატონისა და [[იულიუს კეისარი]]ს დაპირისპირება [[კატილინა]]ს შეთქმულებიდან იწყება (ძვ. წ. 63). სენატის სხდომაზე, კატონმა [[იულიუს კეისარი]] შეთქმულებთან თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ხოლო სენატის მიერ უკვე დაკავებულ კატილინარების დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯა მოითხოვა. [[იულიუს კეისარი]] შეთქმულთა გასამრთლებასა და მათ რომიდან გაძევებას მოითხოვდა, მაგრამ [[ციცერონი]]ს მხარდაჭერით (რომელიც იმ წელს კონსულად იყო არჩეული) სენატმა კატონის სიტყვას დაუჭირა მხარი და დაკავებულ კონსპირატორებს [[სიკვდილის განაჩენი]] გამოუტანა.
 
== სამოქალაქო ომი ==
 
კატონი კონსერვატორულ [[პოლიტიკა]]ს ატარებდა და მისი დიდი ბაბუის მსგავსად, უკომპრომისო პიროვნება გახლდათ. დიდი მონდომებით ებრძოდა კატონი [[პირველი ტრიუმვირატი|პირველ ტრიუმვირატს]]. იგი მრავალფეროვან გზებს მიმართავდა კეისრის - რესპუბლიკის უდიდესი მტრის დასაბრკოლებლად. ასე მაგალითად, როდესაც კეისარმა მოიწადინა დაუსწრებლად არჩევა კონსულად, კატონმა გამოიყენა თავისი ორატორული [[ხელოვნება]] და დილიდან საღამომდე შეუჩერებლად ლაპარაკობდა სენატში, რითაც ხელი შეუშალა გადაწყვეტილების მიღებას (სენატის სხდომები მხოლოდ მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა). კეისრის და [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]] დაპირისპირებისას მან რესპუბლიკური ინტერესბიდან გამომდინარე, პომპეუსს დაუჭირა მხარი, და როდესაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი, კატონი, [[ციცერონი]]სა და სხვა სენატორთა მსგავსად საბერძნეთში გადავიდა. კატონის საერთოდ არ ამართლებდა რომაელთა შორის ურთიერთჟლეტას, და [[დირაქიუმი]]ს ბრძოლის შემდეგ რომ უნახავს დახოცილი კეისარიანელები, აცრემლებული თვალები ტოგით დაუფარავს და გაცლია იქაურობას. [[ფარსალოსი]]ს ბრძოლისა და პომპეუსის დაღუპვის შემდგომ კატონი, [[მეტელუს სციპიონი]] (პომპეუსის სიმამრი) და [[ვარუსი]] [[აფრიკა]]ში გადავიდნენ და იქ გააგრძელეს ბრძოლა კეისრის წინააღმდეგ. რესპუბლიკელებს ეხმარებოდა ნუმიდიის [[მეფე იუბა]]. რესპუბლიკურ [[არმია]]ში არ სუფევდა ერთსულოვნება: მთავარსარდლობისათვის ერთმანეთს ედავებოდნენ [[მეტელუს სციპიონი]] და [[ვარუსი]]. ლეგიონები კი მთავარსარდლად კატონს მოითხოვდნენ. კატონმა მტკიცე უარი განაცხადა და მხარი დაუჭირა სციპიონს, რომელთანაც მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ჯარმა კატონის აზრს ანგარიში გაუწია და [[სციპიონი]] მთავარსარდლად სცნეს, თუმც, პომპეუსის გულზვიად სიმამრს [[ფარსალოსის ბრძოლა]]ში აშკარა ლაჩრობა გამოეჩინა. კატონმა ჩაიბარა ქ. [[უტიკა]] და მის დაცვას შეუდგა.
 
== კატონის უკანასკნელი წლები ==
 
მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს საკმაო ძალები გააჩნდათ, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, კეისარმა მაინც შესძლო ჯარები გადმოეყვანა [[აფრიკა]]ში. [[თაფსუსი]]ს კატასტროფის შემდგომ (ძვ. წ. 46 6 აპრილი დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი), რესპუბლიკელებიდან კატონმა ერთადერთმა სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება; მან შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავის მომხრეებს კეისართან შერიგება თხოვა. თვითონ კი, რომ არ ჩავარდნოდა ხელში კეისარს და შემდეგ კეისრის მიერ შეწყნარებული არ დარჩენილიყო (კეისარი მას აუცილებლად აპატიებდა, ეს კი აუტანელი იქნებოდა მისვის) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქ. [[უტიკა]]ში. ასე დაიღუპა კატონი, არისტოკრატიულ-რესპუბლიკურ პრინციპთა ყველაზე მეტად თანმიმდევრული და შეუპოვარი დამცველი, უპატიოსნესი პიროვნება და რესპუბლიკის უკანასნელი ბურჯი. კატონის მოღვაწეობას და მის სიკვდილს დიდად აფასებდნენ [[რესპუბლიკელები]]. კატონის ცხოვრებისეული [[ტრაგედია]] შემდგომში მრავალ [[დრამა]]ს დაედო საფუძვლად.
 
== კატონის სიკვდილი ==
 
ხაზი 43:
[[is:Cato yngri]]
[[it:Marco Porcio Catone Uticense]]
[[ja:マルクス・ポルキウス・カト・ウティケンシス]]
[[ko:소 카토]]
[[la:Marcus Porcius Cato Uticensis]]