ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ლუციუსი იყო [[კორინთო|კორინთოელი]] დემარატის ვაჟი, მამამისი კორინთოდან სამოქალაქო ომის დროს გაიქცა და ეტრუსკულ ქალაქ ტარკვინიუსში დასახლდა. აქ მან ცოლი მოიყვანა და ორი ვაჟი, ლუკუმონუსი (მოგვიანებით ლუციუსი) და არუნტი შეეძინა. ლუკომონუსის ძმა ადრე მოკვდა, ამიტომ იგი თავისი მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდა. მამის სიკვდილის შემდეგ მან ცოლად დიდგვაროვანი ქალი ტანაკვილი მოიყვანა. პატივმოყვარე ქალისთვის რთული იყო იმასთან შეგუება რომ მისი მეუღლე არ სარგებლობდა ქალაქში სათანადო პატივით. ლუკუმონუსიც არ იყო პატივმოყვარეობას მთლად მოკლებული. მისმა მეუღლემ მიიჩნია რომ რომი მისი ჭკვიანი და ენერგიული ქმრის თვისებების გამოსავლენად და განსადიდებლად საუკეთესო ადგილი გახდებოდა, ვინაიდან ეს ქალაქი ახალი დაარსებული იყო და შესაბამისად იქაური არისტოკრატიაც ახალი წარმოშობილი იყო, თან მათ თავისი ადგილი საზოგადოებაში მხოლოდ პირადი დამსახურებებით მიიღეს.
 
ამრიგად ცოლქმარი რომში გადასახლდა. ახლად ჩამოსულები ქალაქში კარგად მიიღეს. აქ ლუკუმონუსმა სახელი შეიცვალა და ლუციუს ტრანკვინუსი დაირქვა, მოგვიანებით კი მას პრისკუსი ანუ ძველი8ძველი შეარქვეს რათა მეორე ლუციუს ტარკვინიუსისგან განეხვავებინათ. ტანაკვილი არ შეცდა არჩევანში, ლუციუსმა მალე მიიპყრო რომაელთა ყურადღება და მეფე [[ანკუს მარციუსი|ანკუს მარციუსთან]] დაახლოვდა. იგი ქალაქის საბჭიებშისაბჭოებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და მალე მეფის ნდობობანდობა და მეგობრობაც დაიმსახურამდაიმსახურა. ამგვარად მარციუსის გარდაცვალების შემდეგ იგი მისი ვაჟების მეურვე გახდა.
 
ტარკვინიუსი ყველანაერად ეცადა ახალი მეფოსმეფის არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო, ხოლო არჩევნების დღისთვის ანკუსის ვაჟები სანადიროდ გაუშვა. არჩევნებზე იგი ისეთი შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა, რომ სენატმა იგი მეფედ აირჩია.
 
==მმართველობა==