კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კონსტანტინეპოლის პირველი საეკლესიო კრება''' იგივე '''მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება''' - მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა [[381]] წელს კონსტანტინეპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.
 
ერეტიკოსთა სამხილებლად და წმიდა მართმადიდებლური მოძღვრების დოგმატების ზუსტი ფორმულირებადი სახით დამტკიცების მიზნით წმიდა მეფემ თეოდოსი დიდმა (379-395) კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 [[ეპისკოპოსი]]. მათ შორის იყვნენ: [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]], [[გრიგოლ ნოსელი]], [[მელეტი ანტიოქიელი]], [[ამფილოქე იკონიელი]], [[კირილე იერუსალიმელი]] და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი - გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო [[მაკედონიუსის ერესი]] და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით [[სულიწმიდა ღმერთი|სულიწმინდა]] არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც [[მამა ღმერთი|მამისაგან]] გამოდის და მამასთან და [[ძე ღმერთი|ძესთან]] ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.
 
სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, [[ეკლესია]]ზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და უკუნისამდე იხელმძღვანელებს წმიდა [[მართლმადიდებელი ეკლესია]].