პალეოგენური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ ბოტის შეცვლა: ko:고신생기 |
მ ბოტის შეცვლა: ru:Палеогенный период; cosmetic changes |
||
ხაზი 1:
{{პალეოგენური}}
'''პალეოგენური სისტემა (პერიოდი)''', ''პალეოგენი'' ([[პალეო...]] და [[
პალეოგენურ პერიოდში აღინიშნებოდა მძლავრი ტექტონიკური მოძრაობანი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში გრძელდებოდა კორდილიერებისა და ანდების დანაოჭება და აზევება (ჩრდილოეთში [[ეოცენური ეპოქა|ეოცენურ ეპოქამდე]], ხოლო სამხრეთში [[ოლიგოცენური ეპოქა|ოლიგოცენურ ეპოქამდე]]), რომელთა გარშემო მთისწინა როფებში გროვდებოდა ზღვიური და კონტინენტური წარმოშობის დიდი სისქის ვულკანოგენური და ტერიგენული წყებები. შორეულ აღმოსავლეთში ვითარდებოდა წყნაროკეანური გეოსინკლინური სარტყელი. ევროპასა და აფრიკის შუა, აგრეთვე აზიის სამხრეთ ნაწილში არსებობდა ვრცელი გეოსინკლინური სისტემა, რომელიც პირებეებიდან ბირმამდე ვრცელდებოდა. პალეოგენური პერიოდის გეოსინკლინური აუზებისათვის დამახასიათებელია ფლიშის, ხოლო ოლიგოცენიდან კი ზღვიური მოლასების ჩამოყალიბების პროცესი; ხმელთაშუა ზღვის აუზში დაილექა მასიური ნუმულიტებიანი და ლეპიდოციკლინებიანი კირქვები. პალეოგენური პერიოდის მეორე ნახევარში დანაოჭებისა და მთათწარმოშობის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და სამხრეთით გაჩნდა მრავალი მთიანი კუნძული. აღმოსავლეთ აფრიკაში ჩამოყალიბდა გრაბენების ვრცელი მერიდიანული სისტემა. ამ სისტემის შემომფარგვლელ რღვევათა გასწვრივ გამოვლინდა ძლიერი ბაზალტური ვულკანიზმი. ვულკანიზმი გამოვლინდა აგრეთვე მცირე აზიაში, ბალკანეთის ნაკევარკუნძულზე, გრენლანდიაში, იაპონიაში, კამჩატკაზე, პრიმორიეში, ამიერკავკასიაში. პალეოგენურ პერიოდში მიმდინარე ეპეიროგენულმა მოძრაობებმა ბაქნებზე გამოიწვია რეგრესიები და ტრანსგრესიები. ტრანსგრესიებმა მაქსიმუმს ეოცენის ბოლოს მიაღწია. ბაქნებზე ოლექებოდა კარბონატული შლამები, გლაუკონიტიანი და კვარციანი ქვიშები, ოპოკები, ტრეპელები, სპონგოლითები, აგრეთვე თიხები.
პალეოგენური პერიოდის დასაწყისში ჰავა ზომიერი იყო. ეოცენში საგრძნობლად დათბა, ოლიგოცენიდან კი ისევ აცივება დაიწყო. პალეოგენური პერიოდი ცხოველთა სამყაროს განვითარების ახალი ეტაპია. ზღვის და განსაკუთრებით ხმელეთის ხერხემლიანების ფაუნა მკვეთრად განსხვავდება წინა პერიოდის ფაუნისაგან. პალეოგენური პერიოდის
[[საქართველო]]ში
პალეოგენური სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით.
== ლიტერატურა ==
*''ჯანელიძე ა.,'' ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ.,
*''სალუქვაძე ნ.,'' [[ქსე]],
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]
ხაზი 42:
[[pt:Paleogeno]]
[[ro:Paleogen]]
[[ru:Палеогенный период]]
[[sah:Палеоген]]
[[sh:Paleogen]]
|