ქართველთა ეთნარქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართველთა ეთნარქები''' - [[ლეონტი მროველი]]ს მიერ [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრებაში”]] მოხსენიებულ ლეგენდარულ მამამთავარს [[თარგმოსი|თარგმოსს]] ჰყავდა 8 ძე: [[ეგროსი]]; [[ჰაოსი]]; [[ჰეროსი]]; [[ბარდოსი]]; [[მოვაკანოსი]]; [[ლეკანოსი]]; [[კავკასოსი]] და [[ქართლოსი]]. აქედან ქართლოსის ძენი იყვნენ [[გარდაბოსი]], [[კახოსი]], [[კუხოსი]], [[გაჩიოსი]], [[მცხეთოსი]]. ამ უკანასკნელის - მცხეთოსის ძენი კი - [[უფლოსი]], [[ოძრხოსი]] და [[ჯავახოსი]], რომელთაც თავიანთი კუთვნილი მიწა-წყალი მიიღეს მამებისაგან.
 
ქართლოსს მიუღია თარგამოსისაგან ტერიტორია, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა [[ჰერეთი]] და [[დებედა|მდინარე ბერდუჯი]], დასავლეთით — [[შავი ზღვა|პონტოს ზღვა]], სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი [[ბამბაკის ქედი]], ჩრდილოეთით — ღადოს მთა (კავკასიონის განშტოება); მცხეთოსს — მიწა-წყალი [[არაგვი]]ს დასავლეთით, [[კასპიის ზღვა|სპერის ზღვა]]მდე; გარდაბოსის ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე ბერდუჯი, დასავლეთით — ქ. გაჩიანი, სამხრეთით — მტკვარ-არაქსის წყალგამყოფი ბამბაკის ქედი, ჩრდილოეთით — [[მტკვარი]].
 
კახოსის მიწა-წყალი ყოფილა კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყე-ტბამდე; კუხოსისა — არაგვიდან ჰერეთამდე, კახეთის მთასა და მტკვარს შორის; გაჩიოსისა სკვირეთის მდინარიდან, ვიდრე აბოცის თავამდე; უფლოსისა — არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფარავნამდე; ოძრხოსისა — ტასისკარიდან სპერის ზღვამდე; ჯავახოსისა — ფარავნიდან მტკვრის სათავემდე.